პირველი გამარჯვება ”ბენდელაზე”  
               
              
              
              
              
             გრძელდება  ზაზა ბენდელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი.     საღორიის საწვრთნელ ბაზაზე დღეს გამართულ  შეხვედრაში საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მეორე გუნდმა ადგილობრივი "ტორპედოს" დუბლიორები  2-1 დაამარცხა.  
              
             მიმდინარე წლის რიგით პირველი იმერული დერბი, ვეტერინარებთან გამართული წინა შეხვედრის მსგავსად, ზემოიმერლებმა ისევ ექსპერიმენტალური შემადგენლობით ჩაატარეს.  
            სასიამოვნოა, რომ შეხვედრის 32-ე წუთზე ზესტაფონელთაგან თავი სწორედ გასინჯვაზე მყოფმა ფეხბურთელმა გამოიჩინა - მაჭავარიანმა სტუმრები დააწინაურა.  
             36-ე წუთზე მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრების შანსი  მიეცათ, თუმცა ქუთაისელმა მარკოზაშვილმა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა. 
             67-ე წუთზე  ზესტაფონელები კიდევ უფრო დაწინაურდნენ - ამჯერად ზესტაფონელთა რიგებში გატანილი გოლით თავი კიდევ ერთმა დებიუტანტმა ტუკვაძემ გამოიჩინა. მატჩის მიწურულს ტორპედოელმა გავაშელიშვილმა "პრესტიჟის" გოლის გატანა მოახერხა, თუმცა, საბოლოოდ, გამარჯვება  მაინც მარგველებს დარჩათ - 1-2.  
            „ზესტაფონი“: პეტრიაშვილი  (გიორგაძე, 46), თედო გრიგალაშვილი,  ტყეშელაშვილი,  რობაქიძე, გრიგოლაშვილი, სტეფანია (ჩინჩალაძე, 28 (ტუკვაძე, 58)), ფირუზაშვილი (ღირდალაძე, 72), გაჩეჩილაძე, ჭანტურიშვილი, სულაბერიძე (ეგუტიძე, 46), მაჭავარიანი  (კირვალიძე, 39 (ჭეიშვილი, 78)).  
                         |