Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” შეიქმნა 2004 წლის 18 ივნისს სააქციო საზოგადოება ”გ. ნიკოლაძის სახელობის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის” აქციონერთა ინიციატივით. იმავე, 2004 წელს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონის” მთავარი გუნდი ერთვება საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის.

სადღეისოდ საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” წარმოადგენს ერთ დიდ შეკრულ საფეხბურთო ორგანიზმს, რომლის სისტემაშიდაც, მთავარ გუნდთან ერთად, შედიან ჭაბუკთა გუნდებიც, რომლებიც ჭაბუკთა რეგიონალურ ტურნირში ასპარეზობს.

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუღალავად შრომობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად: გარემონტდა ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი, აშენდა 2 საწვრთნელი ბაზა (ზესტაფონსა და თბილისში), სტადიონისა და ორივე ბაზის ყველა მინდორზე დამონტაჟებულია უახლესი ტექნოლოგიების შესაბამისი სადრენაჟო და სარწყავი სისტემები, სტადიონის ტრიბუნებზე დამონტაჟდა პერსონალური სავარძლები და ამოქმედდა უახლესი განათების სისტემა და ა.შ.

ერთი სიტყვით, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დგას ქართული ფეხბურთის სამსახურში...

 

 

აუდიტორული დასკვნა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" შუალედურ ფინანსურ ანგარიშგებაზე 2023 წლის 31 აგვისტოს პერიოდისათვის

დაწვრილებით:

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023