დუბლიორთა ტურნირის ოცდამეორე მატჩი  
              
              
              
              
              
              
             
            2012 წლის 9 მარტს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის  ოცდამეორე ტურის    მატჩები.   ”ზესტაფონის”   დუბლიორები   საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიას” მეორე გუნდს მცხეთაში ესტუმრნენ. 
              
              
            ზესტაფონელებმა    ასეთი   შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, თედო გრიგალაშვილი,  რობაქიძე, ჯიქიძე (ღლონტი, 85), გაგოშიძე,  გაჩეჩილაძე (ჯუღელი, 46), ფირუზაშვილი, ჭანტურიშვილი, მაჭავარიანი (კვერნაძე, 21), შარვაძე, ხუჯაძე (ეგუტიძე, 74). 
              
              
             ”ვიტ-ჯორჯიას” და  ”ზესტაფონის”   დუბლიორთა დაპირისპირება    მცხეთაში, სტადიონ ”მცხეთა-პარკის” ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა.  
              
              თანაბარ ბრძოლაში წარმართული პირველი ნახევრის დასკვნით ნაწილში ზესტაფონელებმა  ხელთ  იგდეს სათამაშო და ტერიტორიული ინიციატივა და ვახტანგ   ჭანტურიშვილის მიერ 45-ე წუთზე გატანილი  გოლის წყალობით ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხეს. 
              
            მეორე ტაიმში კი თავი იჩინა  მარგველთა მეორე გუნდისათვის უსიამოვნო ტრადიციად ქცეულმა "სენმა" - სტუმართა მიერ რამდენიმე ძალიან ხელსაყრელი მომენტის განიავებას 70-ე წუთზე  მასპინძელთა საპასუხო გოლი მოჰყვა, ხოლო არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში კი ზესტაფონელებმა ერთი ქულაც დაკარგეს. ორივე გოლი ვეტერინარი  ოთარ    ჯავაშვილი ანგარიშზეა  - მასპინძელთა გამარჯვება ანგარიშით  2-1.  
              
            დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი  |