15.12.2009

 

 

ტექნოლოგიური ინოვაციები ”ზესტაფონში”.

 

 

რამდენიმე დღის წინ ზესტაფონს ესტუმრა სპორტის სფეროში მოღვაწე საქვეყნოდ ცნობილი ფირმა ”პოლარის” წარმომადგენელი როლანდ შრიმპფი. გერმანელი სპეციალისტის ვიზიტი ქართული გუნდის საწვრთნელ პროცესში ულტრათანამედროვე სისტემა ”Polar Team2” დანერგვასთან იყო დაკავშირებული ...

 

”Polar Team2” გახლავთ გულის რითმის კონტროლის ტექნოლოგია, რომელიც აძლევს მწვრთნელს უნიკალურ ინფორმაციას თვითოეული ფეხბურთელის და მთელი გუნდის ფუნქციონალური შესაძლებლობების შესახებ. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელია საწვრთნელი პროცესის ისე წარმართვა, რომ იქნას მიღწეული მაქსიმალური შედეგი ვარჯიშებისას, ფეხბურთელებმა თავიდან აიცილონ ტრავმები და ორგანიზმის გადატვირთვა, იოლად მისაღწევია მოთამაშეთა მზადყოფნის ოპტიმალური დონე. ”Polar Team2” უწევს კორექტირებას ვარჯიშის ინტენსიურობას, რეალური დროის რეჟიმში იწერს და ამუშავებს ინფორმაციას ერთდროულად 28 სპორტსმენის შესახებ, ახორციელებს ვარჯიშის ინტენსიურობისა და აღდგენის ხანგრძლივობის ანალიზს. ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ თავის წინამორბედებისაგან განსხვავებით, მოდერნიზებული სისტემა, რომელიც Bluetooth-ტექნოლოგიის გამოყენებით 100 მეტრის რადიუსში ფუნქციონირებს, აძლევს მწვრთნელს საშუალებას, აწარმოოს ეს დაკვირვებები საწვრთნელი პროცესის შეწყვეტის გარეშე, ესე იგი, უშუალოდ ვარჯიშის მიმდინარეობისას ...

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ”Polar Team2” ტექნოლოგიას, ფეხბურთის გარდა, აქტიურად იყენებენ ველოსპორტში, სათხილამურო სპორტში, მარათონსა და ტრიატლონში. ამ თანამედროვე სისტემით სარგებლობენ ინგლისის პრემიერ-ლიგის უკლებლივ ყველა კლუბი, გერმანული კლუბები: მიუნხენის ”ბაიერნი”, ლევერკუზენის ”ბაიერი”, დორტმუნდის ”ბორუსია”, ”ვოლფსბურგი”, ”მაინცი” და ”ბოხუმი”. ულტრათანამედროვე ტექნოლოგიას იყენებენ გერმანიის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები. როგორც ზესტაფონში მყოფმა ”პოლარის” წარმომადგენელმა როლანდ შრიმპფმა განაცხადა, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” პოსტსაბჭოურ სივრცეში პირველი კლუბი გახლავთ, რომელმაც ამ ტექნოლოგიის გამოყენება გადაწყვიტა.

ვიდეომასალის სანახავად დააჭირეთ აქ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005