ტესტ-მატჩი ზესტაფონელთა ბაზაზე  
            
            
            
            
            
            
            2011  წლის 4 სექტემბერს ზესტაფონელებმა ერთმანეთში ტესტ-მატჩი  ჩაატარეს. გიორგი ჭიაბრიშვილმა  პირველი გუნდის ფეხბურთელები, რომლებსაც  კლუბის დუბლშემადგენლობის  მოთამაშეებიც შეემატნენ, ორ პირობით გუნდად - ”მწვანეებად” და ”წითლებად” დაჰყო და საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” საწვრთნელ ბაზაზე საინტერესო ”ბურთაობა” გაჩაღდა.  
            
          ”წითლები”: მამალაძე, თ. გრიგალაშვილი, ონიანი (მნათობიშვილი),  საჯაია (კობახიძე), კიკნაველიძე, გაჩეჩილაძე, გაგოშიძე (გარსევანიშვილი), ჭანკოტაძე (ლურსმანაშვილი),  სარდალიშვილი, შარვაძე (ღირდალაძე), კვერნაძე. 
          ”მწვანეები”: მეშველიანი (იმერლიშვილი), ღონღაძე, მნათობიშვილი (ონიანი), კობახიძე (საჯაია), ელიავა, გორგიაშვილი, ბაბუნაშვილი, აფციაური (ჭანკოტაძე), ფიფია, დვალი, წინამძღვრიშვილი. 
          შეხვედრა, რომელშიც ფეხბურთელებმა ორი 30-წუთიანი ტაიმი ითამაშეს, ”წითლების” შეტევებით დაიწყო და მალევე მათ ანგარიშიც გახსნეს - 8-ე წუთზე  კახაბერ მეშველიანის კარი  მიშიკო სარდალიშვილმა  აიღო. თუმცა, პირველი ტაიმის ბოლომდე ჯაბა დვალისა და თორნიკე აფციაურის გოლებით წინ უკვე ”წითლების” ოპონენტები გავიდნენ.   
           ტესტ-მატჩის მეორე ტაიმი ორმხრივ იერიშებში კი წარიმართა, თუმცა კარის აღება  მხოლოდ ერთხელ მოხერხდა - შეხვედრის ბოლო წუთზე ჯაბა დვალმა დუბლი შეასრულა და თავის გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. ”მწვანეების” გამარჯვება ანგარიშით 3-1.  
          ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პრობლემის გამო, დღევანდელ ”შიდა დაპირისპირებაში” მონაწილეობა  ირაკლი ძარიამ, ალექსი ბენაშვილმა და საბა ლომიამ  ვერ მიიღეს. ყველა ეს ფეხბურთელი მზადების პროცესს უახლოეს დღეებში დაუბრუნდება.   
                     |