29.01.2007

პირველი ტესტ-მატჩი თურქეთში ...

 

2007 წლის 28 იანვარს ქალაქ ბელეკში საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”- მა სეზონის მეორე ნაწილისათვის მზადების მესამე ეტაპის ფარგლებში გამართა საკონტროლო მატჩი. მარგველთა მეტოქე გახლდათ ყაზახური ”ჟეტისუ”.

საფეხბურთო კლუბი ”ჟეტისუ” ქალაქ ტალდიკორგანიდან გასული სეზონის შედეგებით, მცირე პაუზის შემდეგ, კვლავ დაუბრუნდა ყაზახეთის პირველობის უმაღლეს ლიგას. სადღეისოდ, ზესტაფონელთა მსგავსად, ყაზახური გუნდიც ანტალიაში გადის მზადებას.

მატჩი, რომელიც თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, არცთუ სანახაობრივი გამოდგა. ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის რამდენიმე შესაძლებლობა, თუმცა, ქართველთაგან განსხვავებით, ყაზახმა ფეხბურთელებმა ორჯერ შეძლეს მოცემული მომენტების გამოყენება - 0-2.

ზესტაფონელთა სასტარტო შემადგენლობა გამოიყურებოდა შემდეგნაირად : ჭანტურია, თოდუა, ონიანი, სანტოსი, ჩხეტიანი, ჭელიძე, საჯაია, ნ. კვასხვაძე, ხიდეშელი, ვიეირა, იონანიძე.

შეხვედრის მეორე ნახევარში მარგველთა რიგებში გამოჩნდნენ : ლეანდრო, ჟონატასი, ბენაშვილი.

რაც შეეხება საკონტრაქტო სიახლეებს, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს დაცვის ერთ-ერთმა ბურჯმა, სევასტი თოდუამ გაახანგრძლივა თანამშრომლობა ზემოიმერულ კლუბთან. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ”-თან ახალი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამასთან, გუნდში გასინჯვაზე იმყოფება 2 ბრაზილიელი ფეხბურთელი - ლეანდრო ტემპორინ როჩა და ჟონატას ოლივეირა ტორესი . ზემოთნახსენები ფეხბურთელების კლუბთან თანამშრომლობის საკითხი გაირკვევა უახლოეს მომავალში.

 

 

 

 

 

 

 

 

*-------სევასტი თოდუა-----*-ლეანდრო ტემპორინ როჩა-*ჟონატას ოლივეირა ტორესი*

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005