31.01.2007

ს.კ. ”ზესტაფონი” - ლვოვის ”კარპატი” 3-0

 

31 იანვარს თურქეთში მყოფმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გამართა კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა. ამჯერად ქართველთა მეტოქე გახლდათ სახელოვანი უკრაინული კლუბი ლვოვის ”კარპატი”.

ზესტაფონელთა მსგავსად, თურქულ შეკრებაზე მყოფი უკრაინელებისათვის ს. კ. ”ზესტაფონ”-თან მატჩი გახლდათ მეოთხე სპარინგი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. უკრაინელებმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს რუსული ”კრილია სოვეტოვ” (სამარა) -2-1; ხორვატიის ”ხაიდუკი” ქალაქ სპლიტიდან 2-0 და პოლონური ”ვისლა” ქალაქ კრაკოვიდან - 2-1.

ზესტაფონელთა სასტარტო შემადგენლობა : ჭანტურია, თოდუა, ონიანი, სანტოსი, ჟონატასი, ჩხეტიანი, ჭელიძე, საჯაია, ნიკოლოზ კვასხვაძე, ვიეირა, იონანიძე.

შეხვედრის მეორე ნახევარში მარგველთა რიგებში გამოჩნდნენ : როინ კვასხვაძე, ლეანდრო, ნოზაძე, ბენაშვილი, ხიდეშელი, ჯანელიძე, პარამონოვი.

მატჩი პირველივე წუთებიდან ზესტაფონელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა და დამთავრდა მათივე გამარჯვებით ანგარიშით - 3-0 . პირველი ორი გოლი ზესტაფონელთაგან ზურაბ იონანიძემ გაიტანა - 14-ე წუთზე პენალტით და 55-ე ოსტატური დარტყმით საჯარიმოს მისადგომებიდან. საბოლოო წერტილი კი შეხვედრას ედიკ საჯაიამ დაუსვა 68-ე წუთზე, როდესაც შორეული დარტყმით მოათავსა ბურთი უკრაინელთა კარის ბადეში.

 

31/01/2007- "ზესტაფონი" - ”კარპატი” (ლვოვი, უკრაინა) 3-0

ფოტოებზე - ს.კ. ”ზესტაფონი” - ლვოვის ”კარპატი”-ს მატჩის ფრაგმენტები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005