ახალწვეული მარგველთა რიგებში  
            
            
            
            
            
          
              
                  | 
               
              
                
                    ლუკა გუგუჩია ”ზესტაფონის” ფეხბურთელია  
                  | 
               
             
           საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში”  მატებაა - მარგველთა 20 წლის ახალწვეულის სახელია ლუკა გუგუჩია.  ახალგაზრდა ნახევარმცველი, რომელიც  ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ”ბაიას” აღზრდილია, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 3  წლის განმავლობაში დაიცავს.  
            
          ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის  შესახებ: 
          ლუკა გუგუჩია - ნახევარმცველი;  დაბადებულია - 10.12.1991; სიმაღლე - 179  სმ, წონა - 70 კგ. 
          საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”ბაია” (ზუგდიდი) - 2008-2010, 2011, ”ტორპედო” (ქუთაისი) -  2011. 
          აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ზესტაფონელთა ახალწვეულმა  უმაღლესი ლიგაში 16 მატჩი გამართა და 4 გოლიც  გაიტანა. ხოლო წინა სეზონში, როდესაც საქართველოს 21-მდელთა ნაკრების მოთამაშე ქუთაისის ”ტორპედოში” იყო განათხოვრებული, ქუთათურებმა თბილისის ”დინამოს” დამარცხება სწორედ ლუკა გუგუჩიას გოლის წყალობით მოახერხეს.  
           
          
  |