ორმაგი მატება ”ზესტაფონში”  
            
            
            
            
            
          
          
           საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” ისევ მატებაა - მარგველთა რიგებს 22 წლის  ლევან შარიქაძე და 17 წლის გურამ სამუშია შეუერთდნენ.  აღსანიშნავია, რომ სათამაშო ამპლუას მიხედვით ორივე ნახევარმცველია  და  თავის ახალი კლუბის ღირსებას ერთიც და მეორეც მომდევნო 3  წლის მანძილზე დაიცავს.  
            
          ორიოდე სიტყვით საქართველოს ჩემპიონთა რიგებში მოსული  ახალწვეულების   შესახებ: 
          ლევან  შარიქაძე  - ნახევარმცველი;  დაბადებულია - 16.07.1989; სიმაღლე - 175  სმ, წონა - 62  კგ. 
          საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა თბილისის    ”ამერში” (2006-2008)  და საფეხბურთო კლუბ  ”გაგრაში”   (2008-2011). 
          ლევან  შარიქაძე დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის 2010-2011 წლის გათამაშების ტრიუმფატორი გახლავთ.  
          ***  
          გურამ   სამუშია  - ნახევარმცველი;  დაბადებულია - 05.09.1994; სიმაღლე - 177  სმ, წონა - 63   კგ. 
          საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა  შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”მგლები” - 2007-2009,   ”ბაია” - 2009-2011. 
           გარდა იმისა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი წარმატებულად მშობლიურ კლუბ ”ბაიაში”  ასპარეზობდა, გურამ სამუშია  17-წლამდელთა საქართველოს ნაკრები გუნდის უცვლელი წევრი გახლავთ.  
           
          
  |