25.06.2012 
            
            
            
            
            
            
          ”ზესტაფონი” ავსტრიაში მიემგზავრება 
            
            
            
            
            
            
            
          
            
                | 
             
            
              
                  ”ზესტაფონი” ზაფხულში ისევ ავსტრიაში  მოემზადება  
                | 
             
           
           2011 წლის 26 ივნისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიემგზავრება ავსტრიის რესპუბლიკაში, სადაც 26 ივნისიდან 10 ივლისამდე პერიოდში გაიმართება 2012-2013 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებისათვის  მზადების მეორე მოსამზადებელი ეტაპი.  
            
            
          როგორც უკვე მოგეხსენებათ, საქართველოს ჩემპიონები   ბინას ტიროლის ფედერალური მიწის კიტცბიუელის ოლქის დაბა ფიბერბრუნში დაიდებენ. ალპურ შეკრებაზე პირველ სპარინგ-მატჩს ზესტაფონელები რუმინული ფეხბურთის წამომადგენელ  პლოეშტის ”ასტრასთან” 29 ივნისს გამართავენ. სულ, ავსტრიული შეკრებისას, დაგეგმილია ოთხი ამხანაგური შეხვედრის გამართვა. 
            
           ავსტრიაში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” შემდეგი 25 ფეხბურთელი გაემგზავრება: 
            
          მეკარეები:  როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე, კახაბერ მეშველიანი; 
            
          მცველები: ზაალ ელიავა, ედიკ საჯაია, მამუკა კობახიძე, თეიმურაზ ღონღაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, მალხაზ გაგოშიძე, თევდორე გრიგალაშვილი, ლაშა კალანდაძე;  
            
          ნახევარმცველები:  ალექსი ბენაშვილი, ზურაბ მენთეშაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, თორნიკე აფციაური,  ლუკა გუგუჩია, ლევან შარიქაძე, დავით რაჟამაშვილი, გურამ სამუშია, მიხეილ სარდალიშვილი; 
            
          თავდამსხმელები:  ჯაბა დვალი, აბაიომი ოვონიკოკო, ოთარ კვერნაძე, დავით მუჯირი. 
            
          გუნდი ავსტრიაში, მიუნხენის გავლით,  26 ივნისს დილით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიემგზავრება ...  
            
           |