04.07.2012 
            
            
            
            
            
            
             
           
            
          ზესტაფონელები  მსოფლიოს საკლუბო და ბომბარდირთა რეიტინგებში 
             
            
            
            
            
            
            
           ფეხბურთის    ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის საიტმა (www.iffhs.de)  ივნისის თვის შედეგებით პლანეტის  საუკეთესო კლუბების რეიტინგი გამოაქვეყნა. ეს რეიტინგი ყოველთვიურად ქვეყნდება და მასში კლუბების მიერ საერთაშორისო არენაზე,  ეროვნულ ჩემპიონატსა და თასზე ნაჩვენები შედეგებია გათვალისწინებული ... 
            
            
          სასიამოვნოა, რომ ამ ავტორიტეტული საფეხბურთო საიტის აზრით, საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე  პლანეტის უძლიერეს კლუბებს შორის სისტემატიურად განიხილება. ასე, 2012 წლის ივნისის თვის რეიტინგში იმერული კლუბი  157-ე პოზიციას იკავებს. წინა თვეში საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” 152-ე ადგილზე იყო.  
            
          სასიამოვნოა, რომ პლანეტის 400 საუკეთესო კლუბს შორის, ზესტაფონელთა გარდა, კიდევ ორი ქართული კლუბი ფიგურირებს - თბილისის "დინამო" 145-ე  (წინა თვეში -124) პოზიციაზე არის, ხოლო რუსთავის ”მეტალურგი” სადღეისოდ 234 (167)-ე ადგილზეა.  
            
          მსოფლიოს საუკეთესო კლუბების რეიტინგის გარდა, ფეხბურთის    ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის საიტმა  ახლახან დასრულებული სეზონის  შედეგები შეაჯამა და ფიფას წევრი ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო მეგოლეების სია გამოაქვეყნა. ზესტაფონელთათვის საინტერესო  აქ ის გახლავთ, რომ მსოფლიო საუკეთესო ბომბარდირთა 
            <ა>შორის ნახსენებია ა> 
            საქართველოს XXIII-ე ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ფორვარდი ჯაბა დვალი. ზესტაფონელთა თავდასხმელმა, რომელმაც გასულ პირველობაში მეტოქეთა კარში 20 გოლი გაიტანა, IFFHS-ის  რეიტინგში 53-ე ადგილზეა მოკალათებული. 
            
           |