09.07.2012 
            
            
            
            
            
            
           ახალწვეული მარგველთა რიგებში  
            
            
            
            
            
            
          
            
                | 
             
            
              
                  გიორგი  კაჭკაჭიშვილი ”ზესტაფონში” დაბრუნდა  
                | 
             
           
           საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” ახალწვეული    ჰყავს - მარგველთათვის  კარგად ნაცნობი  21 წლის ფეხბურთელის სახელია გიორგი კაჭკაჭიშვილი.  ახალგაზრდა მცველი, რომელიც ბოლოს ბათუმის საფეხბურთო კლუბ ”დინამოში” ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 3 წლის განმავლობაში დაიცავს.  
            
            
          ორიოდე სიტყვით საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში ” ორწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული ფეხბურთელის შესახებ - გიორგი კაჭკაჭიშვილი იმერული კლუბის ღირსებას 2009-2010 წლებში იცავდა. ბოლო ორი სეზონი კი ფეხბურთელმა ბათუმში გაატარა - გასული სეზონის შედეგების მიხედვით,   გიორგიმ, აჭარელ დინამოელებთნ ერთად, საქართველოს საფეხბურთო პირველობის უმაღლესი ლიგის საგზური   მოიპოვა.  
            
          საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” მეორედ მოსვლამდე ფეხბურთელს  შემდეგ საფეხბურთო კლუბებში უასპარეზია: ”შევარდენი” (თბილისი) - 2002 - 2003, ”ნორჩი დინამოელი”- 2003 - 2005, ”დინამო” (2) (თბილისი) - 2005-2008, ”ზესტაფონი” -  2009-2010, ”დინამო” (ბათუმი) - 2011-2012.  
            
          საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ღირსებას  გიორგი კაჭკაჭიშვილი 33-ნომრიანი მაისურით დაიცავს. 
             |