Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
08.01.2013

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონს" ლევან კუტალია შეუერთდა

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონშიმატებაა - მარგველთა 23 წლის ახალწვეულის სახელია ლევან კუტალია. ქართველი ნახევარმცველი, რომელიც ბოლოს საფეხბურთო კლუბ ”ზუგდიდში” ასპარეზობდა, მომდევნო ორი წლის (1+1 წლის სისტემით) განმავლობაში იმერული კლუბის ღირსებას დაიცავს.

 

ორიოდე სიტყვით საქართველოს ჩემპიონთა ახალწვეულის შესახებ:

ლევან კუტალია - ნახევარმცველი; დაიბადა - 19.07.1989. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: მგლები” (ზუგდიდი) - 2006-2007; ”სლავია” (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა) - 2008-2010; ”ზრინსკი” (მოსტარი, ბოსნია და ჰერცეგოვინა) - 2010-2011; ”ზუგდიდი” - 2011-2012. თავის დროზე ლევან კუტალიას საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშიც უასპარეზია...

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და ლევან კუტალიას შორის შრომითი ხელშეკრულებულის გაფორმების საზეიმო ცერემონია დღეს, 8 იანვარს კლუბის თბილისის ოფისში გაიმართა. ცერემონიაზე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" სპორტული დირექტორი მიხეილ ხუციშვილი წარმოადგენდა. დღესვე ფეხბურთელმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება...

 

 

 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013