Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

17.03.2014

 

 

 

 

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის ოცდამეორე ტური

 

 

 

 

 

 

 

 

2014 წლის 17 მარტს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეორე ტურის მატჩები. თამაზ სტეფანიას სახელობის ბოლნისის სტადიონზე ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ ”სიონის” მეორე გუნდმა ზესტაფონელთა რეზერვისტებს უმასპინძლა.

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: კუპატაძე, თორ. გრიგალაშვილი, გაგოშიძე, თედ. გრიგალაშვილი, მოსიძე, აჯურუ, კანდელაკი (მარგველაშვილი, 58), სარდალიშვილი, კაკუშაძე, კაპანაძე, ფანცულაია.

 

ბოლნისელ დუბლიორთა და ზესტაფონელთა მეორე გუნდის დღევანდელი დაპირისპირება უძლიერესი ქარის თანხლებით წარიმართა. ეს გარემოება თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონის პროფესიული ფეხბურთისათვის ისედაც გამოუსადაგარ მინდორზე კომბინაციური და გააზრებული ფეხბურთის დემონსტრირების შესაძლებლობას ჩანასახშივე ანადგურებდა. პირველი ტაიმი უღიმღამოდ და სახიფათო მომენტების გარეშე წარიმართა და უგოლოდ დასრულდა.

 

მეორე ტაიმი სტუმართა შეტევებით კი დაიწყო, მაგრამ პირველი სახიფათო მომენტის შექმნა მასპინძლებმა მოახერხეს - დავით კუპატაძის კარის აღების კარგი შანსი ხელიდან ვლადიმერ უგრეხელიძემ გაუშვა. ცოტა ხანში გოლის გატანა უკვე ზესტაფონელებს მართებდათ, მაგრამ თორნიკე კაპანაძის დარტყმის შემდეგ ბოლნისელები აშკარა გოლს გოლკიპერმა გადაარჩინა. დარჩენილ დროში განსაკუთრებული აღარაფერი მომხდარა და მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა.

 

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014