Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

22.07.2014

 

 

 

 

 

 

 

 

იმერლები სლოვაკეთში მიემგზავრებიან

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი, რომელიც ტრნავას ”სპარტაკთან” ევროპალიგის მიმდინარე გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით შეხვედრას 24 ივლისს ქალაქ ზლატე მორავცეში გამართავს, ხვალ სლოვაკეთში მიემგზავრება.

 

ზემოიმერლები სწორედ ზლატე მორავცეს სასტუმრო ”ტარტუფში” დაბინავდებიან. უეფას ევროპალიგის მეორე რაუნდის საპასუხო შეხვედრისთვის გია გეგუჩაძემ შემდეგ 20 ფეხბურთელს უხმო:

 

მეკარეები: ბოიან პავლოვიჩი, კახაბერ მეშველიანი;

 

მცველები: თეიმურაზ ღონღაძე, რენე ფერეირა დოს სანტოსი, ზაზა ჭელიძე, გიორგი გურული, თედორე გრიგალაშვილი;

 

ნახევარმცველები: ლევან შარიქაძე, გიორგი კუხიანიძე, გრიგოლ დოლიძე, რევაზ გეწაძე, მიხეილ სარდალიშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ლაშა გვალია;

 

თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი, ჯაბა დვალი, გიორგი ფანცულაია, დიმიტრი ტატანაშვილი, თორნიკე კაპანაძე, ბექა ტუღუში.

 

ხვალ, 23 ივლისს, თბილისის დროით 21:30 საათზე, საქართველოს ვიცე-ჩემპიონები ქალაქ ზლატე მორავცეს სტადიონ ”ვიონზე” ივარჯიშებენ. ვარჯიშის დაწყებამდე კი ჩვენი გუნდის დამრიგებლის გია გეგუჩაძის მატჩისწინა პრეს-კონფერენციის გამართვა იგეგმება.

 

ქართული დელეგაცია სლოვაკეთში ჩარტერული რეისით (თბილისი-ბრატისლავას მარშრუტით), თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, დილის 11:00 საათზე მიემგზავრება ...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014