Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

26.08.2014

 

 

 

 

 

 

 

ზესტაფონელები ეროვნული ნაკრების სპეციალურ შეკრებაზე

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2016 წლის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას დაიწყო. ნაკრების დამრიგებლის თემურ ქეცბაიას გადაწყვეტილებით 26 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები სპეციალურ შეკრებას გაივლიან.

 

ამ ეტაპისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეროვნულ გუნდისთვის 21 სავარაუდო კანდიდატი შეარჩია. 29-30 აგვისტოს ამ შემადგენლობით ორი ამხანაგური მატჩი დაიგეგმა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბოლნისის „სიონისა“ და ცხინვალის „სპარტაკის“ წინააღმდეგ ჩატარდება...

 

სასიამოვნოა, რომ ეროვნული ჩემპიონატიდან შერჩეული 21 კანდიდატიდან 3 (მცველი თედორე გრიგალაშვილი, ნახევარმცველები ვახტანგ ჭანტურიშვილი და ლევან შარიქაძე) საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" წარმოადგენს.

 

 

გამოყენებულია ფოტომასალა საიტიდან www.goal.ge და სფფ-ს facebook-გვერდიდან
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014