Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

15.10.2014

 

 

 

 

 

 

 

 

19 წუთში დატეული 10 წელი

 

 

 

 

 

 

 

 

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 18 ივნისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” დაარსებიდან ათი წელი შეუსრულდა. გთავაზობთ ჩვენი კლუბის პრეს-სამსახურის მიერ მომზადებულ ვიდეომასალას, რომელიც ზემოიმერელთა ისტორიის ათწლიანი პერიოდის შესახებ მოგითხრობთ.

 

ამ ვიდეომასალის გაცნობისას (ფილმში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახურის განკარგულებაში არსებული საარქივო მასალებია გამოყენებული) მაყურებელს შეუძლია იხილოს როგორც კლუბის არსებობის პირველ წლებში ზესტაფონელთა სტადიონზე, ხელოვნურსაფარიან მოედანზე და შემდგომ ბაზაზე ჩატარებული სამუშაოების ამსახველი კადრები, ასევე გაიხსენოს მარგველთა მიერ ჩატარებული მნიშვნელოვანი მატჩებისა და სხვადასხვა წლებში მოპოვებული ტიტულების მოპოვებისა და საზეიმო დაჯილდოვებების მომენტები...

 

თავისთავად ცხადია, რომ 19 წუთიანი მასალა ვერ დაიტევდა მოვლენებით დახუნძლული ათწლეულის ყველა მნიშვნელოვან ეპიზოდს, თუმცა ზუსტი ქრონოლოგიური "დოკუმენტის" შექმნა ამ ვიდეომასალის ავტორთა სურვილი არც ყოფილა. ჩვენ გვსურდა, ამ ვიდეოს მაყურებელთან ერთად, კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა ბევრი შრომით, წარმატებებითა თუ წარუმატებლობებით, შენაძენებითა თუ დანაკარგებით და, რაც მთავარია, ძალიან ბევრი სიხარულით აღსავსე ათწლეული.

 

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი კლუბის ყველა გულშემატკივარი ამ ვიდეომასალის გაცნობისაგან სიამოვნებას მიიღებს !

 

 

 

იხილეთ www.Geosports.ge-ს პუბლიკაცია, რომელიც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” იუბილეს მიეძღვნა:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014