Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

21.11.2014

 

 

 

 

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის მეცამეტე ტური

 

 

 

 

 

 

 

 

2014 წლის 21 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეცამეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები ”ტორპედოს” მეორე გუნდს ქუთაისური კლუბის ბაზაზე ესტუმრნენ.

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: ყანჩაველი, გოგავა, რობაქიძე, ვაჭარაძე, ბარბაქაძე, ჩუბინიძე (შარიქაძე, 90), გოცაძე (გეწაძე, 33), კანდელაკი (ა. დვალი, 90), სამუშია, ბუბულაშვილი, მიქელთაძე.

 

ქუთაისის "ტორპედოს" დუბლიორთა და ზესტაფონელთა მეორე გუნდის დღევანდელი დაპირისპირების პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ანგარიშის გახსნა მასპინძლებმა 34-ე წუთზე მოახერხეს - სტუმართა საჯარიმოს ხაზთან დანიშნული სტანდარტი ბაქარ ლაღაძემ ლამაზად და ზუსტად შეასრულა. ზესტაფონელებმა ანგარიში ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე გაათანაბრეს - მარგველთა შეტევის მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ზუსტი ჩაწოდების შემდეგ, მასპინძელთა კარში ბურთი გურამ სამუშიამ გადაგზავნა.

 

მეორე ტაიმის დასაწყისში სათამაშო უპირატესობას ზესტაფონელები დაეუფლნენ და ტორპედოელთა კართან რამდენიმე სახიფათო იერიშიც განახორციელეს. ასეთი სცენარით მოედანზე მიმდინარე მოვლენები ვითარდებოდა შეხვედრის 64-ე წუთამდე, როდესაც მატჩის არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათის გამო მინდორი გურამ სამუშიას დაატოვებინა.

რიცხობრივ უმრავლესობაში აღმოჩენილმა მასპინძლებმა თამაშის სათავისოდ შემოტრიალებას შეეცადნენ და ზემოიმერელთა კართან ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს. ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი სტუმრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ამ გამოცდას გაუძლეს და საყაიმო ანგარიშის შენარჩუნება მოახერხეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მარგველთა გოლკიპერის გარჯა - ახალგაზრდა პაატა ყანჩაველმა თავის გუნდი რამდენიმე ეპიზოდში აშკარა გოლს გადაარჩინა.

 

საბოლოოდ, მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. შედეგად, საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა პირველობის სატურნირო ცხრილში ზესტაფონელთა დუბლიორები სადღეისოდ მეორე პოზიციაზე იმყოფებიან.

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014