Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

21.01.2015

 

 

 

 

 

 

 

"ლელოს" პუბლიკაცია

 

ზესტაფონში ბაზისა და სტადიონის გადაბარების პროცესი იწყება

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონის" ბაზა და დავით აბაშიძის სახელობის მთავარი სპორტული არენა მალე მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში გადავა. გადაბარების პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება. ამის თაობაზე საფეხბურთ კლუბ "ზესტაფონის" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ფუტკარაძემ გვითხრა.

"ყოველდღიური სამუშაო შეხვედრებისა და კონტაქტის რეჟიმი გვაქვს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან. მიღწეულია შეთანხმება, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში დაიწყება სახელმწიფოსადმი საკლუბო ინფრასტრუქტურის გადაცემის პროცესი. ვფიქრობ, ამ საკითხს საკრებულოს უახლოესი სხდომა განიხილავს", - გვითხრა კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.

ცუდი ისაა, რომ ამ დროისთვის "ზესტაფონი" დაცლილია ფეხბურთელებისაგან და გუნდის შეკრების თარიღიც უცნობია. თუ სიტუაცია სასწრაფოდ არ შეიცვალა, ქვეყნის ორგზის ჩემპიონ იმერულ კლუბს ან აბსოლუტურად გამოუცდელი ფეხბურთელებით მოუწევს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა, ანაც შეიძლება, კლუბმა საერთოდ ვერც გააგრძელოს ჩემპიონატში ასპარეზობა...

 

 

იბეჭდება მცირე ცვლილებებით ...

ალეკო კაკაურიძე, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015