Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

22.02.2015

 

 

 

 

 

 

 

 

დუბლიორთა ფრე ლანჩხუთში

 

 

 

 

 

 

 

2015 წლის 22 თებერვალს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთექვსმეტე ტურის მატჩები. ლანჩხუთში ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ ”გურიას” დუბლიორებმა ზესტაფონელთა მეორე გუნდს უმასპინძლეს.

 

ახალგაზრდა ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მახათაძე, გეწაძე, ბარბაქაძე, გოგავა, მშვენიერაძე, ვაჭარაძე (იონანიძე, 87), გაჩეჩილაძე, კანდელაკი (ბუბულაშვილი, 76), ჩუბინიძე, გოცაძე, ეგუტიძე (საცერაძე, 86).

 

დუბლიორთა მიმდინარე ტურნირის მეორე წრის სასტარო შეხვედრა იმერლებმა ლანჩხუთის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ჩაატარეს. ამ სპორტულ ობიექტზე მწვანე საფარის მდგომარეობა იდეალური არც წინა წლებში ყოფილა და მდგომარეობა დიდად არც 2015 წლის თებერვალში შეცვლილა. გუნდებს ძალიან უჭირდათ მძიმე მინდორზე ხარისხიანი თამაშის დემონსტრირება, სამაგიეროდ, დღევანდელი ლანჩხუთურ-ზესტაფონური "რანდევუ" ახალგაზრდა ფეხბურთელების ბრძოლისუნარიანობამ და მონდომებამ დაამშვენა.

 

მატჩის პირველი ნახევარი მასპინძელთა უმნიშვნელო სათამაშო უპირატესობით წარიმართა და ანგარიშში მათივე მინიმალური უპირატესობით დასრულდა - ლანჩხუთელები ნიკოლოზ ნარიაშვილის მიერ 24-ე წუთზე შორიდან ზუსტად შესრულებული დარტყმის წყალობით დაწინაურდნენ.

 

მეორე ნახევარში უკვე სტუმრები გააქტიურდნენ, თუმცა მინდვრის საფარის არასახარბიელო მდგომარეობა მათ კომბინაციური თამაშის ჩვენებაში ხელს გვარიანად უშლიდა. ზესტაფონელები თავის შანსს სტანდარტულების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებაში ეძებდნენ და 80-ე წუთზე მათ საწადელს მიაღწიეს კიდეც - ნოდარ გაჩეჩილაძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა მასპინძელთა მეკარე რატი იმერლიშვილისათვის აუღებელი გამოდგა, ფრე 1-1.

 

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015