Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

16.08.2015

 

 

 

 

 

 

 

 

თბილისის ზღვასთან მიმდინარე მშენებლობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

 

როგორც მოგეხსენებათ, თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე სადღეისოდ უკვე ამოქმედებულია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი ორი უმაღლესი ხარისხის სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი.

 

შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს ორგზის ჩემპიონთა დედაქალაქურ ბაზაზე მწვანე საფარის დაგების პროცესსა და ამ საფარის გამართულად ფუნქციონირება-ექსპლუატაციისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნაში თავის წვლილი შემდეგმა კომპანიებმა შეიტანეს: "Hi Tech Irrigation Georgia"-ს, რომელიც საირიგაციო ტექნიკის მწარმოებელ სახელგანთქმულ ამერიკულ კომპანია "Hunter"-ს ჩვენს ქვეყანაში წარმოადგენს და ქართულ-უკრაინულ კომპანია "Lawns of Georgia"-ს, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს და უმაღლესი ხარისხის ლანდშაფტურ და UEFA-ს სტანდარტების შესაბამის სპორტული დანიშნულების რულონურ გაზონებს ამზადებს.

 

რაც შეეხება სიახლეებს - იმ დროს, როდესაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელები, ფედერაციის პრეზიდენტის მოახლოვებულ არჩევნებში "ზესტაფონის" მათთვის არასასურველი პოზიციის გამო, ჩვენი კლუბის მიმართ რეპრესიებითა და გუნდის ლიგიდან ლიგაში დაქვეითებით არიან დაკავებულები, იმერელთა სპორტული კომლექსის ტერიტორიაზე სრული სვლით მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები.

 

ზესტაფონელთა თბილისურ ბაზაზე შენდება მცირე ზომის ტრიბუნები და ადმინისტრაციული შენობა, სადაც გუნდებისა და მსაჯების აბანო-გასახდელების გარდა, დელეგატთა ოთახი განთავსდება; იქვე იფუნქციონირებს კაფე, რომლითაც მაყურებლები და ბაზის სტუმრები ისარგებლებენ...

 

აღსანიშნავია, რომ მშენებლობის პირველი ეტაპის (ე.წ. "შავი კაკრკასი") დასრულება სექტემბრის ბოლოსთვისაა დაგეგმილი, შემდეგ კი უკვე მოსაპირკეთებელი სამუშაოების დაწყება იგეგმება... საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" წარმომადგენლები სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობიან.

 

ჩვენ კი გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც თბილისურ ბაზაზე მიმდინარე ამბებზე მოგვითხრობს...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015