Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

15.11.2015

 

 

 

 

 

 

 

 

ზესტაფონის ბაზაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ

 

 

 

 

 

 

 

 

დღეს დილიდან საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ზესტაფონში მდებარე ბაზაზე ტექნიკის ხმაური ისმის. საქმე იმაში გახლავთ, რომ საქართველოს ორგზის ჩემპიონ ზემოიმერელთა სპორტული კომპლექსის ერთბაშად ორ საფეხბურთო მოედანზე სულ რამდენიმე დღეში ბალახი უნდა დაითესოს.

 

როგორც იცით, მშენებელთა მიერ თავის დროზე დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად, იმერული კლუბის ხელმძღვანელობას ზესტაფონის ბაზაზე არსებული სამი მოედნიდან ორის მწვანე საფარის აღება მოუხდა. უნდა ითქვას, რომ ზესტაფონის ბაზაზე აღებული "მწვანე ხალიჩა" არ გაფუჭებულა და თბილისის ზღვის მახლობლად მშენებარე კლუბის ბაზაზე იქნა გამოყენებული. ამასობაში სპორტული დანიშნულების მოედნების გასაკეთებელი პირობები ზესტაფონის ბაზაზეც შეიქმნა და საქმეც გახურდა...

 

უნდა ითქვას, რომ იმერელთა ბაზაზე მიმდინარე სამუშაოებს საკმაოდ ცნობილი კომპანია "Lawns of Georgia" ასრულებს. ეს კომპანია საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს და უმაღლესი ხარისხის ლანდშაფტური და UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი სპორტული დანიშნულების გაზონების დამზადებითაა დაკავებული.

 

დღესდღეობით ჩვენი საფეხბურთო კლუბის ზესტაფონში მდებარე ბაზაზე მიმდინარეობს სამშენებლო ხასიათის სამუშაოები - კერძოდ, "Lawns of Georgia"-ს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები მინდვრებს ბალახის დასათესად ამზადებენ. ჩვენ კი იმერელთა სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე მიმდინარე ამბების ამსახველ ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს სიამოვნებით გთავაზობთ.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015