Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

23.11.2015

 

 

 

 

 

 

 

 

ზესტაფონის ბაზაზე ბალახის დათესვის პროცესი დაიწყო

 

 

 

 

 

 

 

 

ამ რამდენიმე დღის წინ ჩვენი საიტი იუწყებოდა, რომ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ზესტაფონში მდებარე ბაზაზე მიმდინარეობს სამშენებლო ხასიათის სამუშაოები - კომპანია "Lawns of Georgia"-ს სპეციალისტები ზემოიმერელთა სპორტული კომპლექსის ერთბაშად ორ საფეხბურთო მოედანს ბალახის დასათესად ამზადებდნენ. 22 ნოემბერს კი თავად ბალახის დათესვის პროცესიც დაიწყო.

 

როგორც უკვე მოგახსენეთ, მარგველთა ბაზაზე მიმდინარე სამუშაოებს ასრულებს კომპანია "Lawns of Georgia", რომელიც უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს საქართველოში და უმაღლესი ხარისხის ლანდშაფტური და UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო გაზონების დამზადებითაა დაკავებული...

 

გუშინ დილიდან, თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, კომპანიის სპეციალისტები ბალახის დათესვის პროცესს შეუდგნენ. უნდა ითქვას, რომ "ზესტაფონის" იმერული ბაზის ამ წუთისათვის მოქმედი მოედნის მსგავსად, დანარჩენ ორ მოედანზეც ამერიკული კომპანია "Jacklin"-ის უმაღლესი ხარისხის ბალახის თესლის ორი სპეციალური სახეობაა გამოყენებული.

 

ჩვენი კლუბის პრეს-სამსახური კი ზესტაფონელთა ულამაზეს ადგილას განლაგებული სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების ამსახველ ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს გთავაზობთ.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015