Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

24.11.2015

 

 

 

 

 

 

 

 

შეხვედრა ზესტაფონელ გულშემატკივრებთან

 

 

 

 

 

 

 

 

2015 წლის 23 ნოემბერს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზმა ძალიან საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლა - საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" წარმომადგენლები გულშემატკივართა კლუბის წევრებს შეხვდნენ.

 

შეხვედრას, რომლის გამართვის ინიციატორები თავად ზესტაფონელი ქომაგები გახლდნენ, გულშემატკივართა კლუბის ხელმძღვანელები, ფან-კლუბის წევრები და რიგითი გულშემატკივრები ესწრებოდნენ. კლუბს კი საზოგადოებასთან ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი წარმოადგენდა...

 

როგორც იცით, მსგავსი ხასიათის შეხვედრები, რომელთა მიზანიც ფეხბურთისა და სპორტის პოპულარიზაცია, კლუბისა და გულშემატკივრის უფრო დაახლოება და მიმდინარე პროცესების თაობაზე ქომაგის ინფორმირება გახლავთ, ზესტაფონში სისტემატიურად იმართება...

 

გუშინდელ შეხვედრას ემოციები მრავლად ახლდა, თუმცა მთლიანობაში ის საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა - გაიმართა გულახდილი საუბარი იმერული კლუბის გარშემო დღესდღეობით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ ქართულ ფეხბურთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ და ა.შ.

 

კიდევ ერთხელ გამოითქვა ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის მიერ ეროვნული ჩემპიონატის ფორმატის დებულების დარღვევით განხორციელებული დანაშაულებრივი შეცვლისა და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მიმართ გატარებული მიზანმიმართული რეპრესიების შედეგად შექმნილი მდგომარეობის უახლოეს მომავალში გამოსწორების იმედი და დაისახა გეგმები დღევანდელი ვითარების შეცვლის ხელშესაწყობად...

 

ჩვენ კი გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელზეც გულშემტკივრებთან გუშინდელი შეხვედრის ფრაგმენტებია ასახული.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015