Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

02.02.2016

 

 

 

 

 

 

 

 

"ლელოს" პუბლიკაცია

 

ლევან კობიაშვილი ზესტაფონში ჩავა და "ზესტაფონის" გულშემატკივარს შეხვდება

 

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 29 იანვარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებას, სხვებთან ერთად, "ზესტაფონის" გენერალური დირექტორი კორნელი კოკაიაც ესწრებოდა.

საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე შედგა შეხვედრა კოკაიასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს შორის, რომლის დროსაც განიხილეს ქართული ფეხბურთისა და კონკრეტულად "ზესტაფონის" წინაშე არსებული პრობლემები.

ლევან კობიაშვილმა თავად გამოთქვა სურვილი, ჩავიდეს ზესტაფონში და ადგილზე შეხვდეს გულშემატკივარს...

ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ ამ შეხვედრის მთავარი თემა ადგილობრივი კლუბის მომავალი იქნება, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ ეროვნული ჩემპიონატიდან მოკვეთა...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016