Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

03.05.2016

 

 

 

 

 

 

 

 

მაისი ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე

 

 

 

 

 

 

ჩვენი საიტის ერთგულ მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ გასული წლის ბოლოს ზემოიმერული კლუბის ზესტაფონში მდებარე სპორტული ბაზის ორ საფეხბურთო მოედანზე ბალახი დაითესა. სამუშაოები შეასრულა კომპანია "Lawns of Georgia"-მ, რომელიც უმაღლესი ხარისხის გაზონების საქართველოში დამზადებითაა დაკავებული და უკვე რამდენიმე წელია ამ სფეროში წარმატებით მუშაობს ...

 

ჩვენი ვებგვერდი უკვე არაერთგზის იუწყებოდა იმის შესახებ, რომ გასული წლის ნოემბერში "Lawns of Georgia"-ს სპეციალისტებმა ზესტაფონელთა სპორტული კომპლექსის საფეხბურთო მოედნებზე ჩვენი რეგიონის კლიმატურ პირობებთან მაქსიმალურად ადაპტირებული ამერიკული კომპანია "Jacklin"-ის უმაღლესი ხარისხის ბალახის ორი სახეობის თესლი დათესეს...

 

დათესვის შემდეგ ორივე მოედანი, ისევე როგორც ბაზაზე არსებული მესამე მინდორი, ზემოიმერელთა ბაზის პერსონალის მხრიდან ყოველდღიური დაკვირვებისა და მოვლის რეჟიმშია. ახლადდათესილ მოედნებზე სავარჯიშო პროცესის წარმოება კი სულ რამდენიმე კვირაში იქნება შესაძლებელი ...

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური ზესტაფონში მდებარე სპორტული კომპლექსის სამივე მოედანზე სადღეისოდ არსებული ვითარების ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016