Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

27.06.2016

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონის" მფლობელის ვიზიტი საფრანგეთში

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელი ბატონი ილია კოკაია უეფას წარმომადგენელთა პირადი მოწვევით იმყოფება საფრანგეთში, სადაც ამ დღეებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მატჩებსაც ესწრება. ვიზიტის ფარგლებში ბატონ ილიას ოფიციალურ პირებთან რამდენიმე სამუშაო შეხვედრა აქვს დაგეგმილი.

 

ფრანგული ვოიაჟის ფარგლებში ბატონი ილია უკვე დაესწრო ტულუზაში, მარსელში, ნიცაში, სენტ-ეტიენსა და ლიონში გამართულ რამდენიმე საინტერესო შეხვედრას. შედგა და უახლოეს დღეებში კვლავაც იგეგმება სამუშაო შეხვედრები უეფასა და ფიფას ხელმძღვანელ პირებთან...

 

ჩვენ კი ამ ვიზიტის ამსახველ რამდენიმე საინტერესო ფოტოს გთავაზობთ ...

 

 

 

26.06.2016. სენტ-ეტიენი. უეფას დელეგატი ნოდარ ახალკაცი და ბატონი ილია კოკაია ...
ბატონი ილია კოკაია ევრო-2016-ს ერთ-ერთ მატჩზე
26.06.2016. ლიონი. საფრანგეთი-ირლანდიის მატჩის წინ. უეფას გენმდივანი თეოდორ თეოდორიდისი და ბატონი ილია კოკაია
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016