Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

20.08.2016

 

 

 

 

 

 

 

 

ჩვიდმეტწლამდელები მოგებული სპარინგით იწყებენ

 

 

 

 

 

 

როგორც მოგეხსენებათ, უკვე ორი კვირაა, რაც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ჩვიდმეტწლამდელთა გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სტარტისათვის მზადებას შეუდგა. 19 აგვისტოს კი კლუბის ბაზაზე გუნდმა პირველი საკონტროლო მატჩი გამართა - ზესტაფონელთა მეტოქე საჩხერის ”ჩიხურას” წარმომადგენელი ჩვიდმეტწლამდელთა გუნდი გახლდათ.

 

ჩვენ უკვე გაუწყეთ იმის შესახებ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელები (მთავარი მწვრთნელი - გურამ მაზმიშვილი) საქართველოს U17 ჩემპიონატში ჩაერთვებიან და ამ ტურნირის ცენტრალურ ზონაში ქუთაისის "ტორპედოს", "სამტრედიის", საჩხერის "ჩიხურას", გორის "დილას", თბილისის "ავაზას", თბილისის "ლოკომოტივისა" და თბილისის "სფფ-აკადემიის" გუნდებთან ერთად იასპარეზებენ.

 

საჩხერელებთან შეხვედრა, რომელიც ზესტაფონის საფეხბურთო კომპლექსის ერთ-ერთ მოედანზე გაიმართა, მასპინძლებმა ასეთი შემადგენლობით ჩაატარეს: ა. ფერაძე, კაშია, ტოფაძე (ქურცაძე, 57), ხუჯაძე (გორგოძე, 57). გაბრიაძე (მაცაბერიძე, 57), ფაღავა (ტალახაძე, 57), აბჟანდაძე (ხოხიაშვილი, 57), სამხარაძე, ბ. ფერაძე, შეყილაძე, არაბიძე.

 

მიუხედავად იმისა, რომ უჩვეულო სიცხე გუნდებს მაქსიმუმის ჩვენების საშუალებას არ აძლევდა, საჩხერელ თანატოლებთან მატჩი მასპინძლებმა აღმავლობით ჩაატარეს და მეტოქე დიდი ანგარიშით 4-0 დაამარცხეს. გატანილი გოლებით თავი შოთა შეყილაძემ, ბესო ფერაძემ და გიგა არაბიძემ (2) გამოიჩინეს.

 

23 აგვისტოს ზესტაფონელები კიდევ ერთ სპარინგ-მატჩს გამართავენ - ამჯერად ზემოიმერლები საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" წარმომადგენლებს დაუპირისპირდებიან.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016