Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

13.09.2016

 

 

 

 

 

 

 

 

ჭაბუკთა პირველი გამარჯვება ეროვნულ ჩემპიონატში

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა ეროვნულ ჩემპიონტში პირველი გამარჯვება მოიპოვა - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ ბასას“ მწვანე მინდორზე გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელებმა ადგილობრივი "სფფ-აკადემიის" გუნდი დაამარცხეს...

 

თბილისელებთან შეხვედრა მარგველებმა ასეთი შემადგენლობით ჩაატარეს: გოგოლაძე, ბერაძე, ტოფაძე, ხუჯაძე, გაბრიაძე, აბჟანდაძე, სამხარაძე, ჟღენტი (გაჩეჩილაძე), ფერაძე, შეყილაძე, არაბიძე (კაშია).

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-კაპიტან გიორგი ნემსაძის დამოძღვრილ აკადემიელებთან ზემოიმერელთა დაპირისპირება თანაბარ და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, წარმატების მიღწევის შანსები ორივე მხარეს ჰქონდა, თუმცა უფრო იღბლიანები 11 სექტემბერს ახალგაზრდა ზესტაფონლები აღმოჩნდნენ...

 

მატჩის პირველი ტაიმი სტუმართა მინიმალური უპირატესობით 0-1 დასრულდა. ყვირილისპირელები წინ 18-ე წუთზე გავიდნენ - თემურ ბერაძის ძლიერი შორეული დარტყმა თბილისელთა გოლკიპერმა კი მოიგერია, თუმცა დამატებაზე ყველას შოთა შეყილაძემ დაასწრო და ბურთი აკადემიელთა კარის ბადეში გაახვია...

 

მეორე ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. 52-ე წუთზე მათ ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი თბილისელებს წინ გასვლის მშვენიერი შესაძლებლობაც მიეცათ, მაგრამ იმერელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა მეკარე ლუკა გოგოლაძემ მშვენიერ ნახტომში მოიგერია.

 

ამის შემდეგ მატჩი ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა, თუმცა, ბოლოს მაინც სტუმრებმა იხეირეს - შეხვედრის 66-ე წუთზე შეტევის მარცხენა ფლანგიდან თანაგუნდელის გამჭოლი გადაცემის შემდეგ დავით გაბრიაძემ საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა და გურამ მაზმიშვილის გუნდს სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა 2-1.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016