Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

12.02.2017

 

 

 

 

 

 

 

 

ჭაბუკები მზადებას განაგრძობენ

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" 2000-2001 და 2002-2003 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გუნდები (მწვრთნელები - გურამ და ლაშა მაზმიშვილები) საქართველოს ჩემპიონატის ჩვიდმეტ- და თხუთმეტწლამდელთა ოქროს ლიგების მარტის თვეში დაგეგმილი სტარტისთვის მზადებას მშობლიურ ქალაქში განაგრძობენ...

 

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ტურნირის პროექტის თანახმად, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" 2000-2001 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გუნდი ჩვიდმეტწლამდელთა "ოქროს ლიგის" გათამაშების პირველ ეტაპზე "" ჯგუფში იასპარეზებს და მას მეტოქეობას ქუთაისის "ტორპედოს", "სამტრედიის", მარტვილის "მერანის", წყალტუბოს "სამგურალის", ტყიბულის "მეშახტისა" და "ჭიათურის" ჩვიდმეტწლამდელთა კოლექტივები გაუწევენ. თხუთმეტწლამდელთა ტურნირში მარგველებს, ჭიათურელთა გამოკლებით, იგივე მეტოქეები ეყოლებათ ...

 

მზადების პირველი 2 ეტაპი ფიზიკურ კონდიციებზე მუშაობას დაეთმო. მზადების პირველი, ერთკვირიანი ეტაპის დასრულების შემდეგ, ჩვიდმეტწლამდელები ზღვისპირეთში გაემგზავრნენ და იქ მცირე შეკრებაც გაიარეს. შინ დაბრუნებულ გუნდს, უხვად მოსული თოვლის გამო, რამდენიმე დღის განმავლობაში ზესტაფონის ერთ-ერთი საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში მუშაობა მოუხდა.

 

11 თებერვლიდან კი ბალახის საფარს მონატრებულმა გუნდმა ჩვენი კლუბის საფეხბურთო ბაზის მშვენიერ კონდიციებში მყოფ №3 მინდორზე გადაინაცვლა. სეზონისათვის მომზადების ამ ეტაპზე დაგეგმილია ბურთთან მაქსიმალური კონტაქტი და სათამაშო კავშირების განმტკიცებაზე მუშაობა. იგეგმება რამდენიმე ამხანაგური შეხვედრის გამართვაც...

 

ამ ასაკში ერთმნიშვნელოვნად ყველაზე ძლიერ და საინტერესო ტურნირში მონაწილეობისათვის ზესტაფონელი ჭაბუკები დიდი მოტივაციით ემზადებიან. სასიამოვნოა, რომ უფროს მეგობრებთან ერთად სეზონისათვის მზადებას ზესტაფონელი თხუთმეთწლამდელებიც შეუდგნენ. U15 გუნდის კომპლექტაციის პროცესი კვლავაც მიმდინარეობს და ამ პროცესის დასრულებამდე 17- და 15-წლამდელები ერთად ვარჯიშობენ.

 

აქვე უნდა შეგახსენოთ ისიც, რომ საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი", თხუთმეტწლამდელთა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ("ოქროს") ლიგაში მონაწილეობის მიღების მიზნით, კვლავაც აწარმოებს 2002 და 2003 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა მიღებას. დაინტერესებულ პირებს კი გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის შემდეგ ნომრებზე: 514-79-00-22 ან 598-49-90-66.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017