Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

14.02.2017

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონის" თანადგომა მორაგბეებს

 

 

 

 

 

14 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდული გაფორმდა 2017 წელს ახალგაზრდებს შორის საქართველოში გასამართი რაგბის მსოფლიო თასის ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის შესახებ.

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეტა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის" გენერალურმა დირექტორმა კორნელი კოკაიამ, „ოლიმპიკის" დირექტორმა კარლო მჭედლიძემ და თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემია"-ს ვიცე-პრეზიდენტმა თენგიზ სულაქველიძემ.

„აღნიშნული ბაზები უკვე მოინახულეს მსოფლიო რაგბის საერთაშორისო ექპერტებმა. მათ დაადასტურეს, რომ არსებული მოედნები ყველა იმ სტანდარტს აკმაყოფილებს,  რაც აუცილებელია მსგავსი ჩემპიონატის მასპინძლობისთვის." - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები გამოხატავენ ნებას, ხელი შეუწყონ 2017 წლის 30 მაისიდან 2017 წლის 19 ივნისის ჩათვლით, საქართველოში გასამართ, რაგბში მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და ჩატარებისათვის შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას. 

 

კერძოდ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, შპს „საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი", შპს „ოლიმპიკი" და შპს „თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემია" უზრუნველყოფენ მათ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სათამაშო მოედნების კავშირისთვის იჯარით გადაცემას. ამ მოედნებს  ჩემპიონატის მონაწილე გუნდები საწრთვნელ/საშეჯიბრო პროცესის დროს გამოიყენებენ.

 

თავის მხრივ, სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში ხელს შეუწყობს ორგანიზაციების თანამშრომლობას რაგბის კავშირთან. ორგანიზაციების მიერ კავშირისთვის უძრავის ქონებების გადაცემასთან დაკავშირებული კონკრეტული პირობები განისაზღვრება ამ ორგანიზაციებსა და კავშირს შორს ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე.

 

ტარიელ ხეჩიკაშვილი: „აღნიშნული ბაზები უკვე მოინახულეს მსოფლიო რაგბის საერთაშორისო ექსპერტებმა და მეგობრებმა და დაადასტურეს, რომ ბაზები ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს რაც აუცილებელია მსგავსი ჩემპიონატის მასპინძლობისთვის. შესაბამისად, კერძო სექტორთან და ფედერაციებთან ერთან ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ, უკვე შეგვიძლია ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად დავგეგმოთ თუ რომელ სასტუმროში განთავსდებიან სპორტული დელეგაციები. ახლა, სხვადასხვა მნიშვნელოვან საორგანიზაციო საკითხებს გადავდივართ და მუშაობის ახალ ეტაპზე გადავდივართ.

მსურს დიდი მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ვფიქრობ, რომ ასეთი ერთიანობით არაერთი საერთაშორისო შეჯიბრის მაღალ დონეზე მასპინძლობას შევძლებთ. მსურს ასევე განმარტება გავაკეთო იმ პროექტის შესახებ, რომელიც მომავალში აუცილებლად განხორციელდება და ოცი ახალი სტადიონი აუცილებლად აშენდება, პირველ ეტაპზე 10, ხოლო შემდეგ მომდევნო 10 მოედანი შეემატება ჩვენს ინფრასტრუქტურას.

კერძო სექტორის წარმომადგენლები და ყველა ის ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი ქართული სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა, ამომწურავ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მიიღებს."

გოჩა სვანიძე: „პროცესები ისე ვითარდება, როგორც უნდა განვითარდეს. წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გველის ყველას ერთად. მსოფლიო თასის საორგანიზაციო ჯგუფიც მალე მიიღებს საბოლოო სახეს, საერთო საქმეში არაერთი უწყების წარმომადგენლები ჩაერთვებიან იმისათვის, რომ მაქსიმალურად ეფექტური შედეგი მივიღოთ."

კახა ჭუმბურიძე: „ფეხბურთის ფედერაცია მზად არის ჩვენს მეგობრებს და რაგბის კავშირს ყველანაირად დავეხმაროთ ჩვენი რესურსების გამოყენებით და მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ძალიან მაღალ დონეზე ჩავატაროთ უმაღლესი დონის საერთაშორისო ტურნირები საქართველოში."

 

კორნელი კოკაია: „ეს არის ალბათ უნიკალური შემთხვევა საქართველოში და ძალიან სასიამოვნო ფაქტი, რომ ერთმანეთს გვერდში უდგას ორი პოპულარული სპორტის -  რაგბისა და ფეხბურთის წარმომადგენლები. ერთობლივი მუშაობით მინდვრების პრობლემასაც უმოკლეს ხანში მოვაგვარებთ."

თენგიზ სულაქველიძე: „ძალიან სასიხარული ფაქტია, რომ საფეხბურთოოჯახის წევრები ამ პროცესში ვიღებთ მონაწილეობას. თენგიზ სულაქველიძის აკადემია, „კარლო მჭედლიძის სკოლა" და საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი" მზად ვართ დავეხმაროთ რაგბის კავშირს, რათა გავერთიანდეთ და მაღალ დონეზე ჩავატაროთ ეს დიდი საერთაშორისო ტურნირი."

 

კარლო მჭედლიძე: „ძალიან გახარებულები ვართ, რომ ასეთი გაერთიანება მოხდა ჩვენს შორის. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის ჩართულობა."

 

 

   
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017