Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

25.02.2017

 

 

 

 

 

 

 

 

ჩვიდმეტწლამდელთა პირველი სპარინგი

 

 

 

 

 

თვეზე მეტია, რაც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ჩვიდმეტწლამდელთა გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სტარტისათვის მზადებას შეუდგა. 24 თებერვალს ქუთაისის საფეხბურთო ბაზაზე გუნდმა პირველი საკონტროლო მატჩი გამართა - ზესტაფონელთა მეტოქე ადგილობრივი ”ტორპედოს” წარმომადგენელი გუნდი გახლდათ.

 

ჩვენ უკვე გაუწყეთ იმის შესახებ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელები (მთავარი მწვრთნელი - გურამ მაზმიშვილი) საქართველოს U17 ჩემპიონატში ჩაერთვებიან და ამ ტურნირის პირველ ეტაპზე "" ჯგუფში ქუთაისის "ტორპედოს", "სამტრედიის", მარტვილის "მერანის", წყალტუბოს "სამგურალის", ტყიბულის "მეშახტისა" და "ჭიათურის" გუნდებთან ერთად იასპარეზებენ.

 

ქუთაისელებთან შეხვედრა, რომელიც "ტორპედოს" ბაზის ერთ-ერთ მოედანზე გაიმართა, მაგრველებმა ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: გოგოლაძე, ხუჯაძე, ტოფაძე, გაბრიაძე, ბერაძე, გაჩეჩილაძე, ს. სამხარაძე, ჟღენტი, ბ. ფერაძე, შეყილაძე, არაბიძე. მატჩის მსვლელობისას მოედანზე შემდეგი ფეხბურთელები გამოჩნდნენ: ა. ფერაძე,ანცულაია, ანჟანდაძე, მაცაბერიძე, წითელაშვილი, ბაბუაძე, ფაღავა, გ. სამხარაძე, ტალახაძე, ახვლედიანი, ბებიაშვილი.

 

ქუთათურ თანატოლებთან მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მისი ბედი მატჩის დებიუტშივე მასპინძელთა მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა - 1-0.

 

ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო მატჩამდე (მარგველები 18 მარტს შინ მარტვილის "მერანს" დაუპირისპირდებიან), ზესტაფონელები კიდევ რამდენიმე სპარინგ-მატჩის გამართვას გეგმავენ...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017