Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

21.04.2017

 

 

 

 

 

 

 

 

გარჯისა და მისი ნაყოფის შესახებ

 

 

 

 

 

როგორც უკვე ვიუწყებოდით, მარტის შუა რიცხვებში ზესტაფონს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების ინსპექტირების სამსახურის სპეციალისტთა სამუშაო ჯგუფი ესტუმრა. ვიზიტის მიზანი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონისა და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზის მინდვრებზე საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარება გახლდათ.

 

12-13 მარტს სფფ-ს სტადიონების ინსპექტირების სამსახურის სპეციალისტთა ჯგუფის (ხელმძღვანელი - ალექსანდრე თორია) მიერ ზესტაფონის საფეხბურთო ბაზასა და დავით აბაშიძის სახელობის სტადიონს ამ პერიოდისათვის აუცილებელი სამუშაოები (ნიადაგის აერაცია, მოედნის სკარიფიკაცია, ქვიშის შეტანა და ა.შ.) ჩაუტარდა.

 

მას შემდეგ მინდვრები უკვე ზესტაფონის სტადიონის ადმინისტრაციისა და კომპანია "Lawns of Georgia"-ს სპეციალისტთა მხრიდან ყოველდღიური ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. სწორედ მათი გარჯის დამსახურებაა ის, რომ დღეისათვის სათამაშო მოედანი ახლადდათესილი ბალახით სრულად შეივსო.

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური კი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის სათამაშო მინდვრის სადღეისო უნაკლო მდგომარეობის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017