Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

23.05.2017

 

 

 

 

 

 

 

 

”ზესტაფონი” ბატონ ნოდარ ახალკაცს ულოცავს!

 

 

 

 

 

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ბატონი ნოდარ ახალკაცი (უმცროსი), მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში (საფეხბურთო ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია (FIFA)) საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნა...

 

საინფორმაციო სააგენტო "აიპრესის" ინფორმაციით, ნოდარ ახალკაცს ფიფაში ორგანიზაციის წევრი ფედერაციების მმართველი სამსახურების ხელმძღვანელის პოსტი (Head of Member Associations Governance Services) ჩააბარეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ბატონი ნოდარი ფიფას 2017 წლის კონფედერაციათა თასისა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტებსაც ჩაუდგეს სათავეში.

 

უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში, დღემდე არცერთ ქართველს არ უმუშავია ასეთ მაღალ თანამდებობაზე.

 

თავის მხრივ, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური, კლუბის მფლობელისა და ყველა თანამშრომლის სახელით, ბატონ ნოდარს ულოცავს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას და უსურვებს მას ჯანმრთელობასა და წარმატებებს პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში!

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017