Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

13.07.2020

 

 

 

 

 

 

 

 

გამარჯვება ფოთის "კოლხეთთან" შეხვედრაში

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ეროვნული ლიგა-4-ის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს, მიმდინარე წლის 13 ივლისს ზედიზედ მესამე ამხანაგური შეხვედრა გამართა - დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე იმერლებმა ლიგა-3-ის წარმომადგენელ ფოთის "კოლხეთი-1913" უმასპინძლეს.

 

მატჩი დაძაბულად, ორმხრივ იერიშებში წარიმართა და საკმაოდ სანახაობრივიც გამოდგა. თამაშის მსვლელობისას გუნდებმა ერთმანეთის კართან არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა კარის აღება მხოლოდ ერთხელ მოხერხდა - ერთადერთი და ზესტაფონელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი შეხვედრის 60-ე წუთზე ლაშა ოზბეთელაშვილმა გაიტანა...

 

ფოთელებთან შეხვედრა "ზესტაფონმა" ასეთი შემადგენლობით დაიწყო: მიქავა, სირაძე, მოსიძე, ხუხუა, ჩხიკვაძე, გაჩეჩილაძე, ნანობაშვილი, ჭანკოტაძე, ხარშილაძე, გოგობერიშვილი, ოზბეთელაშვილი. თამაშის მსვლელობისას მასპინძელთა რიგებში მოედანზე ზარნაძე, ბერაძე, ჯანიაშვილი, სამხარაძე, ხარაიშვილი, ბუბულაშვილი და ვარდოსანიძე გამოჩნდნენ.

 

"კოლხეთი-1913"-ს შემადგენლობა კი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: ნანავა, ნაფიშვილი, თურმანიძე (ანდღულაძე, 70), ძაძამია, გაბელაია, ვარგასი, ლეჟავა, კუპრავა, ჟიშკარიანი, ლ. მახარაძე (ჟვანია, 55), გ. მახარაძე.

 

დღევანდელი მატჩით ზესტაფონელებმა სეზონისათვის მზადების მორიგი, რიგით მეორე ეტაპი დაასრულეს. ხვალიდან ფეხბურთელებს რამდენიმედღიანი დასვენების საშუალება მიეცემათ. საწვრთნელ პროცესს კი გუნდი 17 ივლისიდან დაუბრუნდება...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020