24.07.2020 
              
            
            
            
            
            
            
            
          ეროვნული თასის კენჭისყრა 
            
            
            
            
             
             ეროვნული ლიგა-4-ის ჯგუფების დაკომპლექტების გარდა, გუშინ საქართველოს  ფეხბურთის ფედერაციაში  დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის 2020 წლის გათამაშების პირველი ორი რაუნდის კენჭისყრაც გაიმართა -   1/32-ფინალურ შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი“ თბილისის  "ვიტ-ჯორჯიას"    დაუპირისპირდება. 
            
           დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის 2020 წლის გათამაშების  საწყისი რაუნდი გასული სეზონისაგან   განსხვავებული სისტემით გაიმართება - პირველ ეტაპის  წილისყრის პროცესში მონაწილეობა ლიგა 4-დან თექვსმეტმა, ლიგა 3-დან და   კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-დან კი ათ-ათმა გუნდმა მიიღო.  თასის გათამაშების პირველი ეტაპის მატჩების გამართვა  21-24 აგვისტოს იგეგმება... 
            
          რაც შეეხება დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მეორე ეტაპს, იქ, პირველი ეტაპის 18 გამარჯვებულთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა-1-ის ის 6 გუნდიც, რომლებსაც მიმდინარე ზაფხულში  არ უწევთ ევროპულ საკლუბო ტურნირებზე ასპარეზობა.  
            
          კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ თასის გათამაშების პირველსავე ეტაპზე (1/32-ფინალური სტადია)  საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი“ თბილისის  "ვიტ-ჯორჯიას" პირველ გუნდს  უმასპინძლებს. ეს მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 23  აგვისტოს გაიმართება. მეორე ეტაპზე კი ამ წყვილში გამარჯვებულს ურთიერთობების გარკვევა ზუგდიდის "ოდიში-1919"- წყალტუბოს "სამგურალის" წყვილში გამარჯვებულ გუნდთან მოუწევს...  
             
             
                       
            |