25.07.2020 
              
            
            
            
            
            
            
            
          საკონტროლო მატჩი ახალგაზრდა ტორპედოელებთან 
            
            
            
            
             
          საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას მშობლიურ ქალაქში განაგრძობს, რიგით მეხუთე  ამხანაგური  შეხვედრა გამართა - დავით აბაშიძის სახელობის  სტადიონზე  მარგველებმა      ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" მეორე გუნდს  უმასპინძლეს.  
            
          თანაქალაქელ "მარგვეთი-2006"-თან ამ ორიოდე დღის წინ გამართული დაპირისპირების მსგავსად, ზესტაფონელებმა დღევანდელი შეხვედრაც უჩვეულო თერთმეტეულით დაიწყეს. ექსპერიმენტალური შემადგენლობით მოასპარეზე მასპინძლებმა პირველი ტაიმი საკმაოდ მძიმედ ჩაატარეს და მინიმალური ანგარიშით 0-1 წააგეს.  
            
           მეორე ნახევარში "ზესტაფონის" დამრიგებელმა მალხაზ ღონღაძემ ცვლილებებს მიმართა და შედეგად,  თამაშის სურათიც მკვეთრად შეიცვალა. საფინალო სასტვენამდე ზემოიმერლებმა ოთხჯერ (კობა გოგობერიშვილი-2  და  ლაშა ნანობაშვილი-2) მოახერხეს სტუმართა ძალიან სიმპატიური  გუნდის (მწვრთნელი - ზვიად ჩხეტიანი) დამწუხრება და საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით 4-1 მოიგეს.  
            
          "ზესტაფონის" სასტარტო თერთმეტეული ასე გამოიყურებოდა:   მიქავა,  ვარდოსანიძე, ჩხიკვაძე,    სირაძე, ჯანიაშვილი,   სამხარაძე, ხარაიშვილი, ზარნაძე, გაჩეჩილაძე, ზაქრაძე,   ბერაძე. თამაშის მიმდინარეობისას    მასპინძელთა რიგებში მოედანზე  გიორგაძე, ჭანკოტაძე, ნანობაშვილი,  გოგობერიშვილი და მოსიძე  გამოჩნდნენ... 
            
                     |