13.08.2020 
              
            
            
            
            
            
            
            
          ოფიციალური  21 და გუნდური ფოტო  
            
            
            
            
             
          როგორც უკვე ვიუწყებოდით,             საქართველოს XXXII ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრას საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" მიმდინარე  წლის 16  აგვისტოს აჭარის დაბა ქედაში გამართავს - არჩილ ფარტენაძის სახელობის  სტადიონზე ჩვენი გუნდი ადგილობრივ  "ბეთლემს" დაუპირისპირდება. 
            
          ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის "თეთრი ჯგუფის" ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, მარგველთა დამრიგებლის  მალხაზ ღონღაძის   გადაწყვეტილებით,  საჩემპიონატო განაცხადში შემდეგი 21 ფეხბურთელი გახლავთ შეყვანილი: 
            
          
            
              
                    
                  მეკარეები:  ალექსანდრე გიორგაძე, ბაჩო მიქავა; 
                    
                  მცველები: დავით ჩხიკვაძე, დავით მოსიძე, ბექა ხუხუა,  შოთა ვარდოსანიძე, ავთანდილ სირაძე, ვანო გულხადარაშვილი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი;  
                    
                  ნახევარმცველები:  ნოდარ გაჩეჩილაძე, გიორგი ჭანკოტაძე, ლაშა ნანობაშვილი, გიორგი სამხარაძე, ნიკა ხარაიშვილი, ირაკლი ზარნაძე, კობა გოგობერიშვილი; 
                    
                  თავდამსხმელები:  ჯაბა დვალი, ლაშა ოზბეთელაშვილი, ბექა ზაქრაძე, გიორგი ხარშილაძე, ბაჩო ბერაძე.  
                    
                | 
             
           
            
             საქართველოს XXXII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის  იმერელთათვის სასტარტო, პირველი ტურის შეხვედრა  "ბეთლემთან"  16 აგვისტოს ქედის არჩილ ფარტენაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 17:30 საათზე დაიწყება... 
            
          
            ვახო ლაბაძის ფოტო  |