Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

01.09.2020

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს ნაკრები "ზესტაფონის" ბაზაზე

 

 

 

 

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2020 წლის გათამაშების სასტარტო მატჩებისათვის მზადება დაიწყო - 5 სექტემბერს ვლადიმირ ვაისის გუნდი ესტონეთის ეროვნულ გუნდს ტალინში ესტუმრება, ხოლო 8 სექტემბერს ჩვენი ფეხბურთელები ჩრდილომაკედონიელებს თბილისში უმასპინძლებენ.

 

ვლადიმირ ვაისის გუნდმა ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრებისთვის მოსამზადებელი საწვრთნელი შეკრება 31 აგვისტოს დაიწყო. უახლოესი ორი ოფიციალური თამაშისთვის სლოვაკმა მთავარმა მწვრთნელმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა...

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგა-2020-ის ტურნირის ტალინის "Lilleküla Stadium"-ზე და ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის, ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით, ისევ თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე ემზადება.

 

თავის მხრივ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ფოტომასალას, რომელზეც საქართველოს ეროვნული ნაკრების ჩვენი კლუბის ბაზაზე გუშინდელი ვარჯიშის მიმდინარეობაა ასახული...

 

გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის მასალა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020