06.10.2020 
              
            
            
            
            
            
            
            
           ნაკრები ისევ თბილისის ზღვის ბაზაზე ემზადება  
            
            
            
            
             
           საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა  უმნიშვნელოვანესი ოფიციალური მატჩებისათვის  მზადება დაიწყო -  8 ოქტომბერს  ვლადიმირ ვაისის გუნდი    ევრო-2021-ს საპლეიოფო ნახევარფინალში ბელარუსის ეროვნულ გუნდს  თბილისში უმასპინძლებს, ხოლო 11 და 14 ოქტომბერს უეფას  ერთა ლიგის 2020 წლის გათამაშების მატჩებში ჩვენი ფეხბურთელები   შესაბამისად სომხეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრებიან.  
            
              ვლადიმირ ვაისის გუნდმა ბელარუსთან, სომხეთთან  და   ჩრდილოეთ მაკედონიასთან  შეხვედრებისთვის მოსამზადებელი საწვრთნელი შეკრება 5 ოქტომბერს დაიწყო. უახლოესი   სამი ოფიციალური თამაშისთვის სლოვაკმა  სპეციალისტმა 29 ფეხბურთელი გამოიძახა... 
            
          საქართველოს ეროვნული  ნაკრები  უეფას ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საპლეიოფო ნახევარფინალში ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე  და   ერთა ლიგა-2020-ის ტურნირის  ერევანსა და სკოპიეში გასამართი გადამწყვეტი მატჩებისთვის, ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით,    ისევ თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე ემზადება.  
            
           თავის მხრივ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის    ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ     ფოტო- და ვიდეომასალას, რომელიც   ჩვენი კლუბის ბაზაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გუშინდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს... 
            
            
          
           გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის  ოფიციალური გვერდის  ვიდეო- და ფოტომასალა  |