09.11.2020 
              
            
            
            
            
            
            
            
           ეროვნული გუნდი თბილისის ზღვის ბაზაზე 
            
            
            
            
             
           საქართველოს ეროვნული ნაკრები  უმნიშვნელოვანესი  მატჩებისათვის  მზადებას შეუდგა -  12 ნოემბერს  ვლადიმირ ვაისის გუნდი    ევრო-2021-ს საპლეიოფო ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდს, ხოლო 15 და 18 ნოემბერს უეფას  ერთა ლიგის 2020 წლის გათამაშების დასკვნით ორ მატჩში    შესაბამისად სომხეთსა და ესტონეთს თბილისში უმასპინძლებს.  
            
                ვლადიმირ ვაისის გუნდმა ბელარუსთან, სომხეთთან  და   ჩრდილოეთ მაკედონიასთან  ნოემბრის თვეში გასამართი შეხვედრებისთვის მოსამზადებელი საწვრთნელი შეკრება 9 ნოემბერს დაიწყო. უახლოესი   სამი ოფიციალური თამაშის ჩასატარებლად სლოვაკმა  სპეციალისტმა 29 ფეხბურთელი გამოიძახა... 
            
          საქართველოს ეროვნული  ნაკრები  უეფას ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საპლეიოფო ფინალსა  და   ერთა ლიგა-2020-ის ტურნირის   ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე  გასამართი გადამწყვეტი მატჩებისთვის, ბოლო წლებში ჩამოყალიბებული სასიამოვნო ტრადიციის  მიხედვით,     საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თბილისის ზღვის     ბაზაზე ემზადება.  
            
           თავის მხრივ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის    ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ     ფოტომასალას, რომელიც   ჩვენი კლუბის ბაზაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების დღრევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს... 
            
          
           გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის  ოფიციალური გვერდის   ფოტომასალა  |