27.02.2021 
              
            
            
            
            
            
            
            
          მარგველთა   სპარინგი ფოთელებთან  
            
            
            
            
             
          საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”      ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს.  27 თებერვალს   ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთი ამხანაგური  შეხვედრა გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე მარგველებმა   ეროვნული ჩემპიონატის  ლიგა 3-ის წარმომადგენელ   ფოთის   "კოლხეთს"   უმასპინძლეს.   
            
          ზღვისპირელებთან   შეხვედრაში "ზესტაფონის" სასტარტო შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: მიქავა,  ჭაბუკიანი, მოსიძე,  ნიკოლაძე, გელაშვილი, კაკუშაძე,  გოგიჩაიშვილი, საღარეიშვილი,  გაჩეჩილაძე, ნანობაშვილი, ხმელიძე. მეორე ტაიმში კი მოედანზე შემდეგი თერთმეტეული გავიდა: აბრამიშვილი, ჩხიკვაძე,  მოსიძე, გაჩეჩილაძე,  ხუჯაძე, სირაძე, ბაღიშვილი, სამხარაძე, ცქიფურიშვილი, გოგობერიშვილი,  ხმელიძე. გარდა ამისა, თამაშის მსვლელობისას მასპინძელთა რიგებში მოედანზე გრიგალაშვილი და მამაცაშვილი  გამოჩნდნენ... 
            
           მატჩი    საინტერესოდ, ორმხრივ იერიშებში წარიმართა და საბოლოოდ, ეროვნული ჩემპიონატის  უფრო მაღალ საფეხურზე მყოფი სტუმრების  გამარჯვებით, ანგარიშით 3-1  დასრულდა. გამარჯვებულთა რიგებში გატანილი გოლებით თავი ზღვისპირელთა კოლუმბიელმა ლეგიონერმა ხუან ვარგასმა (2-ჯერ) და ნიკა კვანტალიანმა გამოიჩინეს.  რაც შეეხება მასპინძლებს, მათი მხრიდან ერთი საპასუხო დარტყმა  ჯუმბერ ხმელიძის  აქტიურობას მოყვა - იმერელთა ფორვარდთან ორთაბრძოლისას  ერთ-ერთმა ფოთელმა მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა...  
            
          მორიგ   ამხანაგურ მატჩს ჩვენი გუნდი 3 მარტს გამართავს - ამჯერად ზესტაფონს ლიგა 4-ში მოასპარეზე ზუგდიდის საფეხბურთო კლუბი "ოდიში-1919" ეწვევა...  
            
          
           |