30.03.2021 
              
            
            
            
            
            
            
            
           უგოლო ფრე ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში  
            
            
            
            
             
          მიმდინარე  წლის 30 მარტს     სტარტი აიღო საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს ტურნირმა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონემა" ლიგა-4-ში წელს აღზევებულ ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" მეორე გუნდს უმასპინძლა.  
            
          ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრა მასპინძელთათვის   მარტივი არ გამოდგა. ზესტაფონელთა თამაშს გარკვეული დაღი 4 დღის წინ გამართულმა სათასო შეხვედრამ დაასვა. მართალია, ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას სწორედ ზემოიმერლები ფლობდნენ, თუმცა ქუთაისელთა კართან აშკარა საგოლე მომენტები ნაკლებად იქმნებოდა...  
            
          და მაინც, პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში უნდა გახსნილიყო - შეხვედრის 41-ე წუთზე ქუთათურებმა საკუთარ საჯარიმოში ზესტაფონელთა თავდამსხმელი ჯუმბერ ხმელიძე წააქციეს, რის გამოც მატჩის არბიტრმა ალიკა მესხმა 11-მეტრიანი დანიშნა. ნიშნულთან თავად დაზარალებული მივიდა, თუმცა  "ტორპედოს" ახალგაზრდა გოლკიპერი დავით ასათიანი  ზესტაფონელი ფორვარდის როგორც უშუალოდ სტანდარტიდან დარტყმულს, ასევე მის განმეორებით მცდელობას გაუმკლავდა.  
            
          მეორე ტაიმი პირველის მსგავსი სცენარით წარიმართა - მასპინძლები აქტიურობდნენ და ბევრს, თუმცა უშედეგოდ, უტევდნენ, ხოლო ქუთაისელები ამ შეტევებს სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდნენ. საბოლოოდ, დღევანდელი დაპირისპირება უგოლოდ 0-0 დასრულდა.  
            
          
            
                | 
              30.03.2021.    ”ზესტაფონი” - ”ტორპედო-2” (ქუთაისი) 0-0    | 
             
            
              
                   "ზესტაფონი": მიქავა,  ჭაბუკიანი, ნიკოლაძე (გაჩეჩილაძე, 46), გელაშვილი,  ხუჯაძე, კაკუშაძე, საღარეიშვილი, გოგიჩაიშვილი,     გრიგალაშვილი (გოგობერიშვილი, 73), ნანობაშვილი (ამბროლაძე, 55), ხმელიძე. 
                  დაწვრილებით: 
                | 
             
           
            
          შემდეგ   შეხვედრას  "ზესტაფონი" 7     აპრილს  გამართავს -  საქართველოს XXXIII-ე ეროვნული ჩემპიონატის  ტურის შეხვედრაში    მარგველები      საფეხბურთო კლუბ  "შტურმს" ესტუმრებიანნ.  მატჩი  საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება... 
            
          
          ფოტომასალა მოწოდებულია ვახო ლაბაძის მიერ  |