Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

15.05.2021

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონმა" "კროკობეთთან" სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმა

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 13 მაისს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა კომპანია "კროკობეთის" პრეზენტაცია. სათამაშო ბიზნესის სფეროში მოღვაწე ამ კომპანიამ სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენელ რვა სპორტულ კლუბთან სასპონსორო ხელშეკრულებები გააფორმა.

 

"ზესტაფონის" გარდა, "კროკობეთმა" ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი კიდევ 7 სპორტულ კლუბთან (თბილისის "შევარდენი", ზუგდიდის "დინამო", "რუსთავი", ბოლნისის "სიონი", ფოთის "კოლხეთი", ქალთა საფეხბურთო კლუბი "ნიკე" და საკალათბურთო კლუბი "ტიტები") გააფორმა...

 

გაფორმებული სასპონსორო ხელშეკრულების თანახმად, 2021 წლის საფეხბურთო სეზონში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველი გუნდი კომპანია "კროკობეთის" ლოგოტიპით დამშვენებული მაისურებით იასპარეზებს, ხოლო დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის სათამაშო მინდვრის პერიმეტრზე ამ კომპანიის სარეკლამო ბანერები განთავსდა...

 

კომპანია "კროკობეთთან" სასპონსორო ხელშეკრულების ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალზე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" ჩვენი კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელი, დღესდღეობით კი კლუბის მენეჯერი ჯაბა დვალი წარმოადგენდა...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021