Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

06.06.2021

 

 

 

 

 

 

 

 

დღეს ჩვენი კლუბისთვის სევდიანი დღეა...

 

 

 

 

 

დღეს ჩვენი კლუბისთვის სევდიანი დღეა - მრავალი წლის განმავლობაში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” გენერალურ დირექტორ ბატონ კორნელი კოკაიას 6 ივნისს 62 წელი შეუსრულდებოდა...

 

ბატონ კორნელის უსაზღვროდ უყვარდა მისივე უშუალო მონაწილეობით შექმნილი და დიდი ღვაწლით დაფრთიანებული ”ზესტაფონი”...

 

რომ არა ბატონი კორნელი, ჩვენი კლუბი ვერ იქნებოდა ასეთი წარმატებული, "ზესტაფონს" არც ამდენი გულშემატკივარი ეყოლებოდა...

 

ჩვენ დაგვაკლდა კაცი, რომელიც ყველას უყვარდა...

 

ღმერთს ვევედრებით, ნათელში ამყოფოს ბატონი კორნელის სული!

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021