Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

13.04.2021

 

 

 

 

 

 

 

 

"ვერცხლის ლიგაში" მესამე ტურის მატჩები გაიმართა

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 12 და 13 ივნისს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდებმა ეროვნული ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგის" მესამე ტურის მატჩები გამართეს. ჩვენი კლუბის თხუთმეტწლამდელთა და ჩვიდმეტწლამდელთა გუნდებმა შესაბამისად გორსა და თბილისში იასპარეზეს.

 

13 ივნისს გორის "ახალბაღის" ხელოვნურსაფარიან მოედანზე ადგილობრივი "დილას" და "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელთა გუნდები გავიდნენ. სატურნირო თვალსაზრისით დღევანდელ დაპირისპირებას მეტოქეთათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ამიტომ ორივე გუნდი მოედანზე გამარჯვების მოსაპოვებლად გავიდა...

 

თავიდან სათამაშო ინიციატივა ხელთ ზემოიმერლებმა იგდეს და უკვე მე-12 წუთზე შიდაქართლელთა კარში გატანილი გოლით თავი ნიკოლოზ მღარიშვილმა გამოიჩინა. ფარ-ხმალი არც მასპინძლებმა დაყარეს და პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიშში თანაფარდობის აღდგენაც მოახერხეს - 1-1.

 

მატჩის მეორე ნახევრის სადებიუტო ნაწილში (51-ე წუთი) გორელთა კარის აღება უკვე ცოტნე სუხიაშვილმა მოახერხა და წინ ისევ იმერლები გაიყვანა. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი ძალიან დაძაბული გამოდგა, გორელები თამაშის ბედის სათავისოდ შემოსატრიალებლად მცდელობას არ აკლებდნენ და მატჩის მიწურულს ამის გაკეთება მოახერხეს კიდეც - ფრე 2-2.

 

13.06.2021. U-15. ”დილა” (გორი) - ”ზესტაფონი” 2-2

"ზესტაფონი" (U-15): სარალიძე, ქურცაძე, ფუტკარაძე, სუხაშვილი, ტ. ცხადაძე (ჭულუხაძე, 47), კვანტიძე, გეწაძე, მღარიშვილი, ბერუაშვილი, ლაბაძე, ჯამასპიშვილი.

* * *

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდის 35-ე საფეხბურთო სკოლელებთან სტუმრობა კი წარუმატებელი გამოდგა. უნდა ითქვას, რომ ტრავმების გამო სტუმრებმა რამდენიმე ფეხბურთელი მოისაკლისეს და ამ გარემოებამ სერიოზულად იმოქმედა U17 "ვერცხლის ლიგის" ლიდერთა მატჩის მიმდინარეობაზე - 3-0 მასპინძელთა სასარგებლოდ...

 

მორიგ შეხვედრებს "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდები შემდეგ კვირაში გამართავენ - 18 ივნისს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" U-15 გუნდი ლაგოდეხის საფეხბურთო აკადემიის წარმომადგენელ თანატოლებს ზესტაფონში უმასპინძლებს, ხოლო 19 ივნისს ჩვიდმეტწლამდელები "ვიტ-ჯორჯია-1"-ს თბილისის ზღვის ბაზაზე დაუხვდებიან...

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021