Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

28.06.2021

 

 

 

 

 

 

 

 

ტელეკომპანია "არგოს" სიუჟეტი და გუნდური ფოტო

 

 

 

 

 

 

გთავაზობთ რეგიონალური სამაუწყებლო ტელეკომპანია ”არგოს” მიერ მომზადებულ და ამ არხის საინფორმაციო გამოშვება "სპექტრში" გასულ სიუჟეტს, რომელიც 29 ივნისს თბილისის "დინამო-2"-თან გასამართი მატჩისთვის საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მზადების შესახებ მოგვითხრობს...

 

 

 

საინტერესოა, რომ ვარჯიშის დაწყებამდე ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრებმა, პერსონალმა და ფეხბურთელებმა გუნდური ფოტოც გადაიღეს...

 

საზაფხულო პაუზამდე გასამართ ბოლო შეხვედრას "ზესტაფონი" 29 ივნისს გამართავს - ეროვნული ლიგა-4-ს მეთოთხმეტე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები "თეთრი ჯგუფის" ერთპიროვნულ ლიდერს, თბილისის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" მეორე გუნდს უმასპინძლებენ. დედაქალაქელებთან მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:30 საათზე დაიწყება...

 

"ზესტაფონი" - 2021. შოთა ფერაძის ფოტო

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021