24.08.2021 
              
            
            
            
            
            
            
            
          დავით ასათიანი მარგველთა რიგებში იასპარეზებს  
            
            
            
            
             
          
          
          საფეხბურთო   კლუბ "ზესტაფონსა" და ქუთაისის საფეხბურთო   კლუბ "ტორპედოს" შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ქუთათურთა ახალგაზრდა გოლკიპერი დავით ასათიანი საქართველოს XXXIII ეროვნული   ჩემპიონატის ბოლომდე ზემოიმერული კლუბის რიგებში იასპარეზებს.  
            
          დავით ასათიანმა,  რომელიც სულ რამდენიმე დღეში 18 წლის გახდება, ქართველ ფეხბურთის მოყვარულებს თავი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში უჩვეულოდ ადრეულ, 16 წლის ასაკში დებიუტითა და სადებიუტო შეხვედრაშივე მოგერიებული თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან დარტყმულის მოგერიებით დაამახსოვრა.  
            
          სადღეისოდ კი ამ იმედისმომცემ გოლკიპერს ზურგს ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობაში Crystalbet ეროვნულ ლიგა-1-ში ჩატარებული 6 შეხვედრა და საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებ გუნდში თამაშის გამოცდილება უმაგრებს...  
            
          როგორც უკვე მოგახსენეთ, დავით ასათიანი  მარგველთა საკლუბო ფერებს, ფეხბურთელის განათხოვრების შესახებ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, მიმდინარე სეზონის   ბოლომდე დაიცავს. ფეხბურთელი უკვე შეუერთდა გუნდს და  მასთან ერთად  შეუდგა  სეზონის მეორე ნაწილის კარსმომდგარი სტარტისთვის   მზადების პროცესს...  
             |