Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

07.10.2021

 

 

 

 

 

 

 

 

მეორე ეტაპის სასტარტო შეხვედრა

 

 

 

 

 

2021 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს ტურნირის მორიგი, „ზედა ჯგუფის“ პირველი ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" თბილისის "ირაოს" უმასპინძლა.

 

პირველი ეტაპის შედეგების გათვალისწინებით "თეთრი" და "წითელი" ჯგუფების მეორეადგილოსანთა ურთიერთდაპირისპირებას დავით აბაშიძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. მატჩი მოულოდნელად, "ირაოს" სწრაფი გოლით დაიწყო - სტუმართა კონტრშეტევა ზესტაფონელთა გოლკიპერმა საკუთარ საჯარიმოში წესის დარღვევით შეაჩერა და შეხვედრის მე-5 წუთზე ლევან მაჭავარიანმა 11-მეტრიანი ნიშნულიდან ზუსტი დარტყმით წინ თბილისელები გაიყვანა...

 

შეხვედრის საწყის წუთებში ზესტაფონელებს ზედმეტი თავდაჯერებულობა ეტყობოდათ, თუმცა თანდათანობით მათ ხელთ იპყრეს თამაშის სადავეები და სტუმართა კართან რამდენიმე მეტად სახიფათო იერიში განახორციელეს - გოლის გატანასთან ძალიან ახლოს ვანო წილოსანი, თორნიკე გრიგალაშვილი და თორნიკე კაკუშაძე იყვნენ, თუმცა გადამწყვეტ მომენტში სამივეს სიზუსტე დააკლდა...

მეორე ნახევარში ზესტაფონელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, მათ სტუმრები მათსავე საჯარიმოს მიაჯაჭვეს, მთელი ტაიმი განუწყვეტლივ იერიშებში გაატარეს, თუმცა მთლიანად საკუთარი კარის მშრალად შესანახად ზრუნვაზე გადართული "ირაოს" კარის აღება ვერ მოახერხეს. იმერელთა დასანანი მარცხი მინიმალური ანგარიშით 0-1.

 

07.10.2021. ”ზესტაფონი” - ”ირაო” (თბილისი) 0-1

"ზესტაფონი": ასათიანი, გელაშვილი, ნიკოლაძე, ხუჯაძე (გოგუაძე, 68), მოსიძე, გოგიჩაიშვილი, გაჩეჩილაძე, კაკუშაძე (გოგობერიშვილი, 81), გრიგალაშვილი (ჭანტურია, 58), ამბროლაძე, წილოსანი.

დაწვრილებით:

 

შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 12 ოქტომბერს გამართავს - საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "ზედა ჯგუფის" მეორე ტურის შეხვედრაში მარგველები ვანში ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "სულორს"  ესტუმრებიან…

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021