18.04.2022 
              
            
            
            
            
            
            
            
          მძიმე მარცხი მესამე ტურის გასვლით შეხვედრაში  
            
            
            
            
             
          მიმდინარე  წლის 18 აპრილს     გაიმართა  საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი შეხვედრები - დედაქალაქურ საფეხბურთო კომპლექს "მარაკაზე" გამართულ მესამე ტურის შეხვედრაში       დუშეთის საფეხბურთო კლუბმა "არაგვმა"      "ზესტაფონს" უმასპინძლა.  
            
          ახლადდაწყებულ  სეზონში სპეციალისტთა მიერ ეროვნული    ლიგა 3-ის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულ "არაგვთან"    შეხვედრა "ზესტაფონისთვის" არ გამოდგა მარტივი. დუშელები  თამაშს თავიდანვე აკონტროლებდნენ, უფრო მეტს უტევდნენ და შედეგად, 21-ე წუთზე თენგიზ ბრეგვაძემ მასპინძელთა გუნდის დაწინაურება მოახერხა. 
            
          ზესტაფონელებს ანგარიშის გათანაბრების შანსი მალევე მიეცათ, თუმცა გიგა ამბროლაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან გატანა ვერ მოახერხა. ტაიმის ბოლო, 45-ე წუთზე კი ანგარიში ორამდე გაიზარდა - "არაგვის" კიდევ ერთი კარგი იერიში ზუსტი დარტყმით გოჩა ცირდავამ დააგვირგვინა.  
            
          შეხვედრის მეორე ნახევარი იმერლებმა გაცილებით აქტიურად დაიწყეს და ზედიზედ რამდენიმე ეპიზოდში გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყვნენ. თუმცა, 61-ე წუთზე მათ მასპინძელთა სწრაფი კონტრშეტევა გაეპარათ და ცოტნე ქებურიას ზუსტი დარტყმის შემდეგ ანგარიში დიდამდე  გაიზარდა.  
            
          მატჩის დასკვნით ნაწილში  სტუმართა კარში კიდევ 2 გოლი გავიდა და ორივე ეს გოლი ექს-ზესტაფონელებმა გაიტანეს - 73-ე წუთზე თავი გურამ სამუშიამ გამოიჩინა, ხოლო 89-ეზე ვაჟა ლომაშვილმა  "არაგვის" უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი 5-0 გახადა.  
            
          
            
                | 
              18.04.2022.     ”არაგვი” (დუშეთი) - ”ზესტაფონი” 5-0    | 
             
            
              
                   "ზესტაფონი": ნუცუბიძე,  გოცაძე, გელაშვილი, ნიკოლაძე (მაცაბერიძე, 64),  მოსიძე, კაკუშაძე (სამხარაძე, 77), გაჩეჩილაძე, საღარეიშვილი   (გოგიჩაიშვილი, 46), ჭანტურია  (წამალაშვილი, 46), ამბროლაძე, იონანიძე (წიქარიშვილი, 77).  
                  დაწვრილებით: 
                | 
             
           
            
          შემდეგ   შეხვედრას  "ზესტაფონი" სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ,  28       აპრილს  გამართავს -  საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის  ლიგა 3-ის მეოთხე ტურის შეხვედრაში    მარგველები       საფეხბურთო კლუბ  "გორს" უმასპინძლებენ.  მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება... 
            
                    
           |